• მთავარი
  • FCHAIN გთავაზობთ პროფესიონალურ აუდიტორულ მომსახურებას თბილისში

FCHAIN გთავაზობთ პროფესიონალურ აუდიტორულ მომსახურებას თბილისში

აუდიტის მომსახურება

[ninja_forms_modal_form id=9 text_link=’ მოთხოვნის გაგზავნა’]

დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების უმნიშვნელოვანესი მიზეზები

თუკი თქვენი მიზანია- დოკუმენტების ბრუნვის საიმედო სისტემის შექმნა, რომელიც დანერგილი გადაწყვეტილებების ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს, აუდიტი ამ მოცემულ საკითხში საკმაოდ აქტუალური ინსტრუმენტია. თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში ვერაფერი განხორციელდება შესაბამისი ბრძანებების, აქტებისა და დადგენილებების გარეშე, რაც ძალას მხოლოდ წერილობითი სახით საჭირო გაფორმების შემდეგ იძენს. მაგრამ ათასობით სწორად შედგენილ სრულყოფილ დოკუმენტთა რიცხვში ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც ნაშთის არასწორი ანარეკლის მიზეზი გახდება, აჩვენებს რა სალდო ნაშთის არასწორ შეფასებას ან დასაბეგრი ბაზის მონაცემების არასწორ წარმოჩენას. საინვესტიციო აუდიტის მთავარი მიზანიც ეს არის- ეკონომიკური ინფორმაციის უტყუარობის გარკვევა.

აუდიტი ერთდროულად წყვეტს ბევრ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია:

  • სადებეტო/საკრედიტო დავალიანებასთან;
  • საგადასახადო რისკებთან;
  • არადროულად წარმოდგენილი ანგარიშგების ჯარიმებთან;
  • მიტაცებასთან;
  • ეკონომიკური მონაცემების დამახინჯებასთან და ა.შ.

რეგულარული საინიციატივო აუდიტი ხელს უწყობს საწარმოს განვითარდეს, ბევრად ეფექტურად გამოიყენოს რესურსები და თავიდან აირიდოს უსიამოვნო მომენტები მაკონტროლირებელ ორგანოებთან. გარე შემოწმება, ასევე, ხელს უწყობს საწარმოს ბიზნესის წარმოების სტანდარტების გაზრდას, რითაც აორმაგებს კონკურენტების უკან ჩამოტოვებისა და შტატში უფრო მაღალი დონის სპეციალისტების მოზიდვის შანსებს.

ჩვენი მომსახურება აუდიტის სფეროში

კომპანია Financial Chain Corporation გთავაზობთ თბილისში მაღალკვალიფიციური აუდიტორების მომსახურებას:

  • საბუღალტრო ანგარიშგების შემოწმება;
  • საგადასახადო ანგარიშგების შემოწმება;
  • ეკონომიკური მონაცემების შემოწმება;
  • საკადრო ანგარიშის შემოწმება.

ჩვენ გამოცდილი ევროპული კომპანია ვართ, რომელიც მსხვილი და საშუალო ბიზნესის საბუღალტრო საკითხების პროფესიონალური დახმარების სფეროში მუშაობს. ჩვენი სპეციალისტები გამუდმებით თვალყურს ადევნებენ ანგარიშგების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს, მიმდინარე ცვლილებებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში და უახლესს ტენდენციებს ანგარიშგების ოპტიმიზაციის სფეროში.

ხარისხიანი აუდიტის მისაღებად თქვენ უბრალოდ უნდა მოგვმართოთ საკონტაქტო მონაცემებზე თბილისში და გამოცდილ აუდიტორებს შესამაბისი ინფორმაციის ანალიზის საშუალება მისცეთ. FCHAIN-ს სპეციალისტების მიერ შესრულებული აუდიტი საშუალებას გაძლევთ:

  • საბუღალტრო ქვეგანაყოფის მუშაობა ადვილი და ზუსტი გახადოს;
    შეაგროვოთ ყველა აქტუალური მონაცემი საწარმოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ;
  • გაზარდოთ კომპანიის მართვადობა როგორც კადრების ასევე ფინანსური ოპერაციების მხრივ;
  • შექმნათ დოკუმენტების ბრუნვის მოწესრიგებული სისტემა;
    გამორიცხოთ ჯარიმების ალბათობა;
  • მოამზადოთ ანგარიშგების ფორმატი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისთვის (IFRS) (ალბათ IFRS უნდა იყოს)
  • გაზარდოთ კომპანიის პოტენციური ინვესტიცია;
  • დოკუმენტების შესწავლის, ინვენტარიზაციისა და საექსპერტო შეფასების ჩატარების შემდგომ, ყველა აღმოჩენილ დარღვევასა და დანაკლისის შესახებ ჩვენს კლიენტებს დეტალურ ანალიზს (დასკვნას) ვთავაზობთ.

კონსულტაცია

მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს