თანამშრომლების აყვანის (რეკრუტირების) პროფესიონალური სერვისი, როგორც ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები

კერძო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მოითხოვს არც თუ ისე ცოტა დროს და ძალისხმევას თვით კომპანიის ხელმძღვანელობისა და პერსონალისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გონიერი სპეციალისტების პოვნა, რომლებიც დროულად და განსაკუთრებულად ზუსტად შეასრულებენ რუტინულ სამუშაოს, რომელიც უკავშირდება როგორც თავისუფალი ვაკანსიებისთვის მოთხოვნების შედგენას, ისე კანდიდატების შერჩევას.

თვით კადრების შერჩევა ანუ რეკრუტირების სერვისი წარმოადგენს შეთავაზებების და კანდიდატების განათლების დონის და გამოცდილების მუდმივ მონიტორინგს. შესაბამისად, კომპანიის თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ მომდევნო:

  • თავისუფალ ვაკანსიებზე პოტენციური კანდიდატების მიერ დატოვებული რეზიუმეებისა და ანკეტის შესწავლა, ასევე, ინტერნეტსა და სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში განთავსებული მონაცემებისთვის ყურადღების გამახვილება;
  • განაცხადების გაფორმება და შედარებით მოწონებული კანდიდატებისთვის გასაუბრების ორგანიზება;
  • საკონკურსი ან საატესტაციო გასაუბრებების ჩატარება;
  • იმ სპეციალისტების ზუსტი სიის შედგენა და მომზადება, რომელთა მომზადების დონე და პირადი მახასიათებლები ყველაზე უკეთ პასუხობენ შეთავაზებულ პოზიციაზე წამოყენებულ მოთხოვნებს;

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების შერჩევა ხელმძღვანელ პოზიციებზე არსებული ვაკანსიის შემთხვევაში, რამდენადაც, უმეტესწილად, ასეთი გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებულია კომპანიის შედეგიანობა და სამუშაოს წარმატება.

FChain-ის კადრების შერჩევაში პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის უპირატესობა

პროფესიონალთა კოორდინირება და სამუშაო გამოცდილება კომპანიებსა და კლიენტებს საშუალებას აძლევს გადაწყვიტონ პირადი და უფრო მნიშვნელოვანი კითხვები, მტკიცედ გაითვალისწინონ რა, რომ FChain-ის შემოთავაზებული რეკრუტირების სერვისი უმაღლეს დონეზე განხორციელდება და აუცილებლად კარგი შედეგი ექნება. აღნიშნულ არჩევანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არგუმენტების სია ასევე უნდა მოიცავდეს:

მონაცემთა ბაზაზე წვდომას, რომელიც ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის;

სპეციალისტების მზადყოფნას და უნარს, რომ მოახდინონ პოზიციაზე კანდიდატებისთვის ზუსტი მოთხოვნების ფორმულირება, ასევე იმ კადრების პოვნას, რომლებიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს;

კომპანიის-კლიენტის გამოყენებული კონფიდენციალური ინფორმაციის ბოლომდე დაცვას, ასევე დამკვეთი-დამსაქმებლის მხრიდან;

ვაკანსიის დახურვის შემდეგაც კი შრომითი ბაზრის ყველა წევრთან ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობას;

ბოლო პუნქტი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან პირობას გრძელვადიან ორმხრივად მომგებიანობის ასპექტში და ეფექტურ ურთიერთობას პროცესის ყველა მონაწილეს შორის. Fchain-ის რეკრუტირების მომსახურების გამოყენების შესაძლებლობა დაზოგავს იმ ენერგიას, დროს და ფულადხარჯებს, რომლებიც საჭიროა სამუშაოების დამოუკიდებლად შესასრულებლად.

Fchain-ის შემოთავაზებული რეკრუტირების მომსახურების მნიშვნელობის დეტალიზაცია

კომპანიის-კლიენტის ვაკანტური ადგილის დასახურად სპეციალისტთა ზედმიწევნითი შერჩევა არა მხოლოდ ერთი შესრულებულიფუნქციაა. Fchain-ის სპეციალისტების შემოთავაზებული რეკრუტირების მომსახურება მოიცავს მომდევნოს:

  • პოტენციური თანამშრომლისთვის მოთხოვნილი პირადი მახასიათებლების და პროფესიონალური მომზადების ზუსტი ჩამონათვალის შედგენა;
  • ხელმძღვანელობის დროული კონსულტირება შრომით ბაზარზე მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, ასევე უკვე არსებული თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
  • პოზიციაზე მოთხოვნების ადეკვატური შეფასება შეთავაზებული ხელფასის გათვალისწინებით დასაქმების კონკრეტულ სეგმენტთან მიმართებაში;
  • სამუშაო ხელშეკრულებების ხელმისაწვდომობა და მონაცემთა ბაზაზე, ქსელებზე წვდომა და თავისუფალი სპეციალისტების და საჭირო სფეროში მათი მომზადების შესახებ ინფორმაციის ქონა;
  • დაინტერესებული აპლიკანტების ანკეტებისა და რეზიუმეების შესწავლაზე ანალიტიკური მიდგომა, მონაცემთა შემოწმება და მათი შესაბამისობა ვაკანტურ მოთხოვნებზე;
  • აპლიკანტებისთვის ფსიქოლოგიური და საატესტაციო ტესტების შემუშავება;
  • წარმოდგენილი რეკომენდაციების დეტალური შემოწმება პოტენციური თანამშრომელის მახასიათებლების შესაბამისი დონის შემდგომი შეჯერებით საჭირო მოთხოვნებთან;

მხოლოდ აღნიშნული პროცედურების შემდეგ შეიძლება დაინტერესებული დამსაქმებლის მიერ პოტენციურ თანამშრომელთან შეხვედრის ორგანიზება და დანიშვნა. თვით შეხვედრა შეიძლება წარიმართოს საპრეზენტაციო წარდგენის ფორმით ან მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების გზით.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Financial Chain Corporation