აუთსორსინგი საბუღალტრო აღრიცხვიანობის წარმოებაში. ჩვენი მომსახურება.
ქონსალთინგის მომსახურების კუთხით ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხანია, რაც ბაზარზე არის წარმოდგენილი. ჩვენ შევიმუშავეთ მომსახურების კომპლექსი, რომელიც ნებისმიერი საწარმოს ანგარიშგებას გარანტირებულად მოაწესრიგებს. FCHAIN-ში კლიენტებს შეუძლიათ სრული მომსახურების დაკვეთაც: ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ფინანსურ საქმიანობას, შეამცირებს საკადრო დატვირთვასა და შეამცირებს შტატში მომუშავე პერსონალისთვის შრომით საშუალებებზე არსებულ ხარჯებს.
ანგარიშგების წარმოების სტანდარტულ მომსახურებაში შედის:
- პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, მომზადება და დამუშავება;
- გადასახადების წარმოშობის პროცესების სრული მომსახურება და საგადასახადო ანგარიშგების დამუშავება;
- მუშაობა ბანკის წარმომადგენლებთან;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სისტემის ინტეგრაცია საწარმოსა და მის ფილიალებში;
- კადრებისა და ხელფასის აღრიცხვა;
- ბუღალტერის სამუშაო ადგილის ავტომატიზაციის მომსახურება (ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა, საწარმოო ბაზების დაყენება და კონფიგურირება, საბეჭდი ფორმების შემუშავება და მსგავსი.);
- მომსახურება ანგარიშგების აღდგენის კუთხით;
- საბალანსო უწყისების, ანგარიშების შედგენა, ვრცელი ანალიზის წარდგენა;
- გამოცდილი ბუღალტერების ხელმისაწვდომი კონსულტაცია.
ჩვენ სრულ პასუხს ვაგებთ ანგარიშგების კუთხით დაკისრებულ ვალდებულებეზე, შესაბამისად, კლიენტს შეუძლია დარწმუნებული იყოს მაკონტროლებელი ორგანოებისთვის მონაცემთა დროულად გადაცემაში, ინფორმაციის უტყუარობასა და დოკუმენტების კეთილსინდისიერ ანალიზში.