ჩვენს შესახებ - FCHAIN საქართველო

Financial Chain Corporation-ს გააჩნია 19 წელზე მეტი გამოცდილება საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვისა, ადამიანური რესურსების მართვისა, ხელფასის გაანგარიშებისა, იურიდიულსა და აუთსორსინგის სფეროში.  ამჟამად კომპანია წარმოდგენილია ფილიალებით მსოფლიოს 9 ქვეყანაში.

FCHAIN-ში მიმართვით თქვენ მიიღებთ საბუღალტრო მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას  და ხელფასის გაანგარიშებას, თანამშრომლების აუტსტაფინგს, საგადასახადო კონსულტაციას, საგადასახადო დეკლარაციის მომზადებას და სხვა მომსახურებას  პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე და მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვით.  ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი კომპანიის სტაბილურობას, რაც გახდის თქვენს საქმიანობას უფრო ეფექტურს და დაგეხმარებათ კონკურენციაში, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზარზე.

ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებით, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ენობრივი და კულტურული ბარიერების გადალახვაში, ვანიჭებთ მათ კონკურენტულ უპირატესობას და წამყვან პოზიციას გლობალურ ბაზარზე. შესაბამისად ისინი თავდაჯერებულად მოგვმართავენ, რასაც ჩვენ ვამართლებთ მუშაობის მაღალი ხარისხით და სისწრაფით.

ისინი, ვინც ერთხელ მაინც მიმართეს FCHAIN-ს, როგორც წესი, ჩვენი მუდმივი მომხმარებლები ხდებიან. რადგან FCHAIN-ის სახით, თქვენ  საიმედო პარტნიორს იძენთ.

 

თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ აუთსორსინგის ეფექტურობა შემდეგი კრიტერიუმებით:

  • თქვენ ჩართული იქნებით თქვენი ბიზნესის ძირითად საქმიანობაში და არ დაკარგავთ დროს ისეთ პროცესებზე, როგორიც არის ბუღალტერია, იურისპრუდენცია, გადასახადები და ადამიანური რესურსების მართვა;
  • თქვენ არ დაგჭირდებათ თვალყური ადევნოთ ახალ კანონებს, დირექტივებსა და რეგულაციებს. ჩვენ ამას თქვენთვის გავაკეთებთ;
  • თავიდან აიცილებთ ზედმეტ ჯარიმებს, რითაც თავს დაიცავთ ფინანსური რისკებისგან. ჩვენ ამ რისკებს ჩვენს თავზე ვიღებთ.
1200
წარმატებით დასრულებული პროექტები
350
კმაყოფილი კლიენტები
100
მაღალი კლასის სპეციალისტები
15
მომსახურების სფერო

კონსულტაცია

მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს