- მთავარი
- სახელშეკრულებო სამართალი
სახელშეკრულებო სამართალი
ყოველთვის, როცა კომპანია პარტნიორთან თანამშრომლობის სხვა ეტაპზე გადადის, როცა ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს ან როცა სხვადასხვა სერვისის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს – მკაფიო შეთანხმებების საჭიროება დგება.
თანამედროვე ბიზნესსა და სამართლებრივ ურთიერთობებში ამ შეთანხმების მთავარი გარანტი ის ხელშეკრულებაა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს თანაბრად იცავს. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი მხარეთა ვალდებულებები, უფლებები და პასუხისმგებლობები, რაც ცალსახად იმის წინაპირობაა, რომ სამომავლოდ გაუგებრობა, ფინანსური ზარალი და სამართლებრივი დავები არ წარმოიშვას.
მსგავსი პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ, როცა საქმე ხელშეკრულების დადების, შესრულების, შეცვლისა და შეწყვეტის საკითხს ეხება, ნებისმიერი ბიზნესი ყოველთვის სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპებით ხელმძღვანელობს – განსაზღვრავს მხარეთა სამართლებრივ სტატუსს და აქვე ადგენს იმ მექანიზმებსაც, რომლებიც ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად მონიტორინგის მთავარი ინსტრუმენტია.
ხელშეკრულების ტიპები და მათი მნიშვნელობა
სახელშეკრულებო სამართალი სხვადასხვა ტიპის იმ შეთანხმებებს არეგულირებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ ბიზნეს საქმიანობაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. ხელშეკრულებების ეს სპექტრი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია, თითოეულის ინდივიდუალური სპეციფიკითა და რეგულირების თავისებურებებით, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია:
- შრომითი ხელშეკრულება
- მომსახურების ხელშეკრულება
- ნასყიდობის ხელშეკრულება
- ქირავნობის ხელშეკრულება
- იჯარის ხელშეკრულება
- სესხის ხელშეკრულება
- წინარე ხელშეკრულება
ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად ხშირად, როგორც წესი, შრომით და მომსახურების ხელშეკრულებას მიიჩნევენ. ამიტომაც, ამ ორ დოკუმენტს ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ. იქამდე, კი ყურადღებას გავამახვილებთ წინარე ხელშეკრულებაზე, რომელიც მხარეებს შორის ძირითადი ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს.
წინარე ხელშეკრულება – პირველი ნაბიჯი წარმატებული თანამშრომლობისკენ
მტკიცე და სტაბილური საქმიანი ურთიერთობები ხშირად სწორედ წინარე ხელშეკრულების გაფორმებით იწყება, როცა მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე, მკაფიოდ ჩამოაყალიბონ მოლაპარაკებების ვადები, განსაზღვრონ თანამშრომლობის ჩარჩო და დაიცვან კონფიდენციალური ინფორმაცია. ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს იმას, რომ რომელიმე მხარემ არ გადაუხვიოს წინასწარ განსაზღვრულ პირობებს და უმიზნოდ არ დაიხარჯოს ფინანსური რესურსი და დრო იქამდე, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ შედგება.
საბოლოო ჯამში, წინარე ხელშეკრულება შეიძლება მივიჩინიოთ ერთგვარ საძირკვლად, რომლის საფუძველზეც შემდგომ ფორმდება შრომითი ხელშეკრულება – როგორც დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის ძირითადი მარეგულირებელი ინსტრუმენტი.
შრომითი ხელშეკრულება, როგორც სტაბილური თანამშრომლობის გარანტი
წარმოიდგინეთ, რომ ახალ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, შესაბამისად, არც ის არის გაწერილი რა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს თითოეულ მხარეს. ამის ფონზე, თანამშრომელი ბონუსს, ხოლო კომპანია იმ სამუშაოს შესრულებას ითხოვს, რომელზეც ერთმანეთთან არ შეთანხმებულან და რომელიც არცერთის ვალდებულებაში არ შედის. სწორედ მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართლებრივი დოკუმენტი – შრომითი ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დაარეგულიროს როგორც სამუშაო დრო, პირობები და ანაზღაურება, ისე შვებულების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საგულისხმოა, რომ საქართველოში შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსით რეგულირდება, რომელიც ადგენს სტანდარტებს დასაქმებულთა უფლებების დასაცავად. კარგად შედგენილი შრომითი ხელშეკრულება კი იცავს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესებს და ხელს უწყობს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
მომსახურების ხელშეკრულება: პასუხისმგებლობების დოკუმენტურად გაფორმება
ზემოთ ხსენებულ სამართლებრივ დოკუმენტებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომსახურების გამწევ პირსა და მის მიმღებს შორის და რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი სერვისის მიწოდებისთვის მკაფიო პირობების გაწერას. ამ დოკუმენტში ორივე მხარის უფლებები და ვალდებულებები მკაცრად გამიჯნული და ნათლად ჩამოყალიბებულია. მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კი თითოეული მხარე იღებს პასუხისმგებლობას, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებენ პირობებს, რომლებზეც შეთანხმდნენ.
FCHAIN–ის როლი თქვენი ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერის პროცესში
სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი ასპექტების დეტალურად განხილვის შემდეგ, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ დროის გასვლასთან ერთად, მეტად იხვეწება თანამედროვე ბიზნესგარემო, სადაც სამართლებრივი დაცულობის შეგრძნება საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფაქტორია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე ხელშეკრულებების გაფორმებას ეხება.
ხშირად სწორედ ამ დროს ჩნდება პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერის საჭიროება, რომელმაც ყველა სახელშეკრულებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს და ამავდროულად, ის კომპანიის სპეციფიკასა და მის ბიზნესინტერესებსაც უნდა მოარგოს.
მსგავსი პროფესიონალური იურიდიული მხარდაჭერის მიღებას კი FCHAIN-ში შეძლებთ. კომპანიაში, რომლის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი არამხოლოდ ამზადებს და ამოწმებს კონტრაქტებს, არამედ სრულად ეხმარება ბიზნესებს სამართლებრივი რისკების მართვაში, პროცესების ოპტიმიზაციასა და მათთვის ყველაზე ხელსაყრელი იურიდიული გადაწყვეტილებების მიღებაში. FCHAIN-ის სერვისი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისთვისაც ოპერატიულობა, სიზუსტე და სანდოობა გადამწყვეტი ფაქტორია.
კონსულტაცია
მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს