• მთავარი
  • რატომ სჭირდება ნებისმიერ ბიზნესს ბუღალტერია?

რატომ სჭირდება ნებისმიერ ბიზნესს ბუღალტერია?

თანამედროვე ეკონომიკური გარემო, თანმდევი საგადასახადო რეგულაციებით, ფინანსური პროცესების სისტემატიზაციასა და გამჭვირვალობას მოითხოვს. ნებისმიერი ბიზნესისთვის, მიუხედავად მისი ზომისა თუ საქმიანობის სფეროსი, აუცილებელია ფინანსური ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და ანალიზი. ბუღალტერია კი სწორედ ის სისტემაა, რომელიც ერთი მხრივ, აწესრიგებს ორგანიზაციის ფინანსურ ინფორმაციას და ამასთანავე, საშუალებას აძლევს მეწარმეებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, დაიცვან საკანონმდებლო მოთხოვნები და ეფექტურად მართონ ფინანსური რესურსები.

ბუღალტერიის ძირითადი ამოცანები

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, სადაც კონკურენცია სულ უფრო მწვავდება და რეგულაციები მკაცრდება, ბუღალტერია არა მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, არამედ კონკრეტული სტრატეგიული ინსტრუმენტია, რომელმაც საბოლოო ჯამში ამა თუ იმ ბიზნესის ფინანსური კეთილდღეობა უნდა განაპირობოს. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა როგორც მენეჯმენტისთვის, ისე გარე დაინტერესებული მხარეებისთვის (ინვესტორები, საგადასახადო ორგანოები და სხვ.) მუდმივად გამჭვირვალე იყოს.

ზოგადად კი თანამედროვე ბუღალტერიაში მოიაზრება ყველა ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც ორგანიზაციის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია: 

ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა – შემოსავლებისა და ხარჯების დოკუმენტირება

საგადასახადო დეკლარაციების მომზადება – კანონით დადგენილი გადასახადების დროული აღრიცხვა და გადახდა

ანაზღაურების გამოთვლა – თანამშრომელთა ანაზღაურების სწორად დადგენა და ხელფასების გაცემა

ფინანსური ანგარიშგება – ბალანსის, მოგება-ზარალისა და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტების მომზადება

ბიუჯეტის დაგეგმვა – სამომავლო ფინანსური პროგნოზების შედგენა

აუდიტისთვის მზადება – დოკუმენტაციის სისტემატიზება გარე შემოწმებებისთვის

სწორად წარმართული ბუღალტერია საშუალებას აძლევს მეწარმეს, ნებისმიერ მომენტში ზუსტად იცოდეს თავისი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობა, რაც გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. 

ბუღალტერი და მისი როლი კომპანიაში

ბუღალტერი კომპანიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომლის პასუხისმგებლობაც სცდება მხოლოდ ტექნიკური ამოცანების შესრულებას და მოიცავს მთელ რიგ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა: 

  • ფინანსური ოპერაციების დოკუმენტირება და კლასიფიკაცია
  • კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • მენეჯმენტისთვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდება
  • საგადასახადო ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება
  • ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობის შეფასება
  • რისკების იდენტიფიცირება და მართვა

გარდა ამისა, კვალიფიციური ბუღალტერი არა მხოლოდ აღრიცხავს ოპერაციებს, არამედ ეხმარება ბიზნესს მომავალი ფინანსური მიმართულებების განსაზღვრაში. მსგავსი კადრის მრავალწლიანი გამოცდილება კი კომპანიისთვის ხშირად მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობის საფუძველი ხდება.  

რატომ არის ბუღალტერია აუცილებელი?

ბუღალტერიის მნიშვნელობას ყველაზე უკეთ განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:

  1. ფინანსური კონტროლი

ბუღალტერია საშუალებას იძლევა, კომპანიამ აკონტროლოს საკუთრი შემოსავლები და ხარჯები, თავი აარიდოს ფულადი სახსრების არაეფექტურ გამოყენებას და ჩანასახშივე აღმოაჩინოს პოტენციური ფინანსური პრობლემები.

  1. 2. კანონმდებლობასთან შესაბამისობა

ბიზნესს მრავალი სამართლებრივი ვალდებულება აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი – საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაა. ბუღალტერია, როგორც პროცესი კი სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ეს ვალდებულებები დროულად და სწორად შესრულდეს, რათა კომპანია ჯარიმების, საგადასახადო დავალიანებებისა და სხვა უსიამოვნო სიურპრიზების წინაშე არ აღმოჩნდეს.

  1. სტრატეგიული დაგეგმვა

ზუსტი ფინანსური ინფორმაცია მყარ საფუძველს ქმნის ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ბიზნესის გაფართოება, ახალი პროდუქტის შექმნა და ა.შ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბუღალტერია იძლევა ინფორმაციას, რომელიც გონივრული სტრატეგიული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი და გადამწყვეტია. 

როდის დავიქირაო ბუღალტერი? – პრაქტიკული რჩევები 

ბიზნესის დაწყების საწყის ეტაპზე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მარტივ ფინანსურ ოპერაციებს თავადაც უმკლავდებით, თუმცა, კომპანიის ზრდასთან ერთად, პროფესიონალი ბუღალტრის საჭიროება უფრო მწვავედ დადგება, ამიტომ, იფიქრეთ კვალიფიციურ სპეციალისტთან თანამშრომლობაზე, თუ:

  • ფინანსური ოპერაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება
  • დაიწყებთ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემას
  • დაგჭირდებათ სხვადასხვა საგადასახადო ვალდებულებების მართვა
  • ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგებას იმდენად დიდი დრო დასჭირდება, რომ ძირითადი ბიზნესის მართვისთვის ნაკლები რესურსი დაგრჩებათ

ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში დროულად მიღებული გადაწყვეტილება, პროფესიონალი ბუღალტრის დაქირავების შესახებ, საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ პოტენციური ფინანსური შეცდომები და მხოლოდ თქვენი კომპანიის განვითარებაზე კონცენტრირდეთ.

შეიძლება თუ არა ბუღალტერიის ე.წ. ,,აუთსორსინგი’’?

დიახ, ბუღალტერიის ე.წ. ,,აუთსორსინგი’’ დღესდღეობით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან ეს მიდგომა საშუალებას აძლევს კომპანიებს:

  • შეამცირონ ხარჯები და არ აიყვანონ თანამშრომელი სრულ განაკვეთზე
  • ისარგებლონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით
  • კომპანიაში დანერგონ თანამედროვე ბუღალტრული ტექნოლოგიები
  • მარტივად ადაპტირდნენ ნებისმიერ სიტუაციაში, ცვლილების შესაბამისად

ამრიგად, Financial Chain Corporation გთავაზობთ პროფესიონალურ ბუღალტრულ მომსახურებას, რომელიც მორგებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე მსხვილი კომპანიების საჭიროებებზე. ჩვენი გამოცდილი გუნდი სრულყოფილად წარმართავს ნებისმიერ ფინანსურ დოკუმენტაციას, დროულად შეასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და რეგულარულად გააანალიზებს თქვენი ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას.

Back

კონსულტაცია

მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს