- მთავარი
- ბუღალტრული გატარებები - მაგალითები და წესები
ბუღალტრული გატარებები - მაგალითები და წესები
გიფიქრიათ, რა შეიძლება მოხდეს თუ კომპანიები ბუღალტრულ გატარებებზე უარს იტყვიან? ამ კითხვაზე პასუხი დღეს შეიძლება ისეთივე ქაოსურად ჟღერდეს, როგორც ის რეალობა, რაც კომპანიაში ამ შემთხვევაში დადგება:
როცა თანხები უკვალოდ გაქრება, ფინანსური ანგარიშგება სადღაც ჩაიკარგება და არცერთ თანამშრომელს არ ეცოდინება, მიიღებს თუ არა კუთვნილ ხელფასს. მსგავსი შედეგები თითოეულ პასუხისმგებლიან მენეჯერს კარგად აქვს გააზრებული და ამიტომაც, კომპანიის ფინანსური სტაბილურობის ფუნდამენტად ხშირად სწორედ ბუღალტრულ გატარებებს მიიჩნევენ.
მაგრამ, მაინც რა არის ბუღალტრული გატარებები და რატომ არის ის ასეთი აუცილებელი? როგორ აღრიცხავს კომპანია ხელფასებს, ავანსებს ან სხვა ფინანსურ ოპერაციებს ისე, რომ სისტემამ გამართულად და სწორად იმუშაოს? წინამდებარე ბლოგში დეტალურად გავარჩევთ იმ ძირითად საკითხებს, რასაც მოიცავს ბუღალტრული გატარებები – მაგალითების, სტრუქტურისა და წესების ჩათვლით და ვეცდებით, თქვენთან ერთად მივიღოთ ამომწურავი და სრულყოფილი პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ბლოგის დასაწყისში დავსვით.
ბუღალტრული გატარებების როლი და ფუნქცია
პროცესი, რომელშიც თითოეული ტრანზაქცია დეტალურად დოკუმენტირებულია სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ზუსტად და გამჭვირვალედ აღრიცხვას – ეს კი ნებისმიერი ორგანიზაციის ეფექტურად სამართავად მთავარი ამოსავალი წერტილია. სწორედ ამ გზით შეიძლება შეფასდეს როგორც მიმდინარე ფინანსური რისკები, ისე კომპანიის სტაბილურობის ხარისხი გრძელვადიან პერსპექტივაში.
ეჭვგარეშეა, რომ ბუღალტრული გატარებები კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საბოლოო ჯამში ბიზნესზე საკმაოდ მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ეფექტის მოხდენა შეუძლია. მსგავსი ოპერაციები კომპანიებს ეხმარება, სწრაფად ირეაგირონ ფინანსურ ცვლილებებზე, გააუმჯობესონ შიდა კონტროლის მექანიზმები და გაზარდონ სანდოობის ხარისხი, როგორც თანამშრომლების, ისე პოტენციური მომხმარებლებისა და ინვესტორების თვალში.
ხელფასის ბუღალტრული გატარება – ის, რაც ამ პროცესის შესახებ უნდა იცოდეთ
დასაწყისში გიყვებოდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური სისტემის გამართულად მუშაობას კომპანიის გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც კუთვნილ ხელფასს ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში ელის. როცა ბუღალტრული გატარებები წესების სრული დაცვით ხორციელდება, თანამშრომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათი შრომის ანაზღაურება არ დააყოვნებს – ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი არგუმენტი კი პირდაპირ კავშირშია მათ მოტივაციასთან და შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხთან.
გარდა ამისა, ხელფასის გატარება უშუალო ბმაშია გადასახადების სწორად გადახდის პრინციპთან, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ კანონთან შეუსაბამობას ხშირად შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ამ პროცესის სიზუსტე და თანმიმდევრულობა კი კომპანიას ისეთი უსიამოვნო სიურპრიზებისგან იცავს, როგორიცაა საგადასახადო და საკანონმდებლო რისკები.
აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელფასის ბუღალტრული გატარება ფინანსური ოპერაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც განსაზღვრავს როგორც კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას, ისე მის ეკონომიკურ მდგრადობას.
ავანსის ბუღალტრული გატარება – კიდევ ერთი ნაბიჯი ფინანსური სტაბილურობისკენ
ხელფასის ბუღალტრული გატარების გარდა, არსებობს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციებიც, როგორიცაა: ავანსის ბუღალტრული გატარება – ორგანიზაციის ფინანსური გამართულობის კიდევ ერთი ძირითადი ქვაკუთხედი. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს ავანსის გადახდას და შემდგომ მის სწორად დოკუმენტირებას ბუღალტრული აღრიცხვის მეშვეობით.
უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, როცა კომპანია თანამშრომელს ან პარტნიორს სამომავლო მომსახურების მიწოდებისთვის თანხას წინასწარ უხდის, ეს ბუღალტრულ სისტემებში ავანსის სახით იწერება. აქვე ფორმდება შესაბამისი შეთანხმებაც, რომელშიც დოკუმენტირებული სახით წერია, რომ ამ თანხის გადახდა კონკრეტულ მომსახურებასთანაა დაკავშირებული. ხოლო მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია დაპირებულ პროდუქტს ან სერვისს მიიღებს, ბუღალტერი სრულ ღირებულებას გადახდილი ავანსით ათანაბრებს. ბოლო ეტაპი კი არის რეგისტრაცია, როცა ავანსს აღარ აქვს დროებითი თანხის სტატუსი და ის ბუღალტრულ სისტემაში უკვე დასრულებულ ტრანზაქციად ფორმდება.
შესაბამისად, როცა მსგავსი ოპერაციები სწორად იმართება, კომპანიის ფინანსური რესურსები და ხარჯებიც უფრო მარტივად კონტროლირებადი ხდება. ასეთი გამართული სისტემა მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, ადვილად დაინახოს – როდის, რატომ და რამდენი გადაიხადეს ამა თუ იმ სერვისისთვის და რა ეტაპზეა თითოეული ტრანზაქცია.
ის, ვისაც თქვენი კომპანიის ბუღალტერიის წარმოება უნდა ანდოთ
რა თქმა უნდა, ბუღალტრული გატარებები მხოლოდ ზემოთ ხსენებული ოპერაციებით არ შემოიფარგლება. მეტიც, მასშტაბები იმდენად ფართოა, რომ ხანდახან როგორც მცირე და საშუალო საწარმოები, ისე მსხვილი კომპანიები მზად არიან, ხარჯები პროფესიონალური ბუღალტრული სერვისის მისაღებად გასწიონ.
შესაბამისად, ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ნამდვილად სწორ ადგილას ხართ, რადგან Financial Chain Corporation-ს თქვენი ორგანიზაციისთვის ყველა იმ აუცილებელი მომსახურების გაწევა შეუძლია, რასაც ზოგადად ბუღალტერიის წარმოება გულისხმობს: იქნება ეს ხელფასისა და ავანსის რეგისტრაცია, საგადასახადო აღრიცხვა თუ საჭირო დოკუმენტაციის სამართლებრივ ჩარჩოებში წარმოება.
FCHAIN-ში ვითვალისწინებთ თითოეული კომპანიის სპეციფიკას და უმაღლესი სტანდარტებით ვქმნით თქვენი ბიზნესის წარმატების საიდუმლოს.
კონსულტაცია
მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს