- მთავარი
- ბუღალტერიის წარმოება - რაც ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს
ბუღალტერიის წარმოება - რაც ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს
თუ ადრე ბუღალტერიის წარმოება წარმოუდგენელი იყო უზარმაზარი საქაღალდეების, ურიცხვი ქვითრებისა და ხელით შევსებული ჟურნალების გარეშე, დღეს რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ბოლო ათწლეულში ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ბიზნესის მართვის ყველა ასპექტი – ეს ცვლილება კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბუღალტრულ სფეროში, სადაც ქაღალდის დასტების ნაცვლად, ახლა კომპიუტერული პროგრამები და ონლაინ სერვისები გვაქვს, რომლებიც უმეტეს სამუშაოს ავტომატურად ასრულებს.
თუმცა, ტექნოლოგიური მიღწევები დაკისრებული ვალდებულებისგან არ გვათავისუფლებს. უფრო მეტიც, მეწარმის პასუხისმგებლობა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება – რადგან რეგულაციები მკაცრდება, კანონმდებლობა ხშირად იცვლება და ბუღალტრული დოკუმენტაციის სისწორე დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
აქედან გამომდინარე, ამ ბლოგში მიმოვიხილავთ ბუღალტერიის წარმოებასთან დაკავშირებულ იმ მთავარ ასპექტებს, რაც მეწარმემ აუცილებლად უნდა იცოდეს. განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევებს, მაგალითად როგორ მუშაობს მაღაზიისა და მცირე ბიზნესის ბუღალტერია, რას მოიცავს ბუღალტერის მომსახურება დღევანდელ რეალობაში და ა.შ. პირველ რიგში კი ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა:
საგადასახადო რეგულაციები და მოთხოვნები
საქართველოში სხვადასხვა ტიპის მეწარმისთვის საგადასახადო ვალდებულებებს მოქმედი საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს. ამიტომ, მეწარმემ აუცილებლად უნდა იცოდეს, რა სტატუსი აქვს მის ბიზნესს და რა ვალდებულებები ეკისრება მას ამ სტატუსიდან გამომდინარე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც უკვე დანერგილია, არის ელექტრონული ინვოისების სისტემა, რომელიც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად გამოწერონ და მიიღონ ინვოისები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირებას და ამცირებს ადმინისტრაციულ წნეხს.
აქვე მნიშვნელოვანია, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვადებისა და წესების დაცვა, რათა დაგვიანებული ან არასწორად შევსებული დოკუმენტაცია არ გახდეს ჯარიმებისა და საურავების დაკისრების მიზეზი, მით უფრო მაშინ, როცა საქმე მცირე ბიზნესს ეხება.
მცირე ბიზნესის ბუღალტერია – ახსნილი მოკლედ და მარტივად
მცირე ბიზნესის ბუღალტერია განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და თუ ამ ტიპის ბიზნესს არ აქვს საკმარისი რესურსი ბუღალტრის სრულ განაკვეთზე დასაქირავებლად, სასურველია, თვითონ მეწარმე ერკვეოდეს ისეთ საბუღალტრო პრინციპებსა და პროცედურებში, როგორიცაა: საბიუჯეტო გადასახადების სწორი ადმინისტრირება, დანახარჯების კლასიფიკაცია, სალაროს ბრუნვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ა. შ.
გარდა ამისა, მცირე ბიზნესის ბუღალტერია მოიცავს ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვას, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლს და საგადასახადო დეკლარაციების დროულად წარდგენას. მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ მარტივი საბუღალტრო პროგრამების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომის დაშვების რისკებს.
მაღაზიის ბუღალტერია – სპეციფიკა და გამოწვევები
ცალკე განხილვის საკითხია მაღაზიის ბუღალტერია, რომელიც სპეციფიკურ პროცესებს ითვალისწინებს, კერძოდ: სასაწყობე მარაგების აღრიცხვას, რეალიზაციების ყოველდღიურ მონიტორინგს, დღგ-ს სწორად გამოთვლას და ა.შ. სავაჭრო ობიექტების მფლობელებმა უნდა იცოდნენ, რომ მაღაზიის ბუღალტერიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სალაროს აპარატების სწორი გამოყენება და ყოველდღიური Z-ანგარიშების წარმოება. ეს მეწარმეებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ გაყიდვები და შემოსავლები, რაც თავის მხრივ, სწორი საგადასახადო აღრიცხვისთვის აუცილებელი პირობებია.
ბუღალტრის მომსახურება თუ საკუთარი ძალებით აღრიცხვა?
ზემოთ ჩამოთვლილი ამ მეტად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორების გამო, ბევრი მეწარმე დგება დილემის წინაშე – თავად აწარმოოს ბუღალტერია თუ ისარგებლოს ბუღალტრის მომსახურებით. თუმცა, დროსთან ერთად, უფრო და უფრო ცხადი ხდება პროფესიონალური სერვისის დაქირავების უპირატესობაც და შესაბამისად, არჩევანს ხშირად სწორედ ამ ვარიანტის სასარგებლოდ აკეთებენ.
მიზეზი მარტივია: გამოცდილი სპეციალისტი უკეთ იცნობს საგადასახადო კანონმდებლობას და ბევრად ეფექტურად მართავს ბუღალტრული აღრიცხვის პროცესს. გარდა ამისა, ის მუდმივად თვალყურს ადევნებს საკანონმდებლო ცვლილებებს და შეუძლია თქვენი ბიზნესი ახალ მოთხოვნებს დროულად მოარგოს. აქედან გამომდინარე, თანხის დაზოგვის მიზნით ნაკლებად კვალიფიციური კადრების დაქირავება შესაძლოა სამომავლოდ უფრო ძვირი დაჯდეს, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომებიც კი ხშირად გამოუსწორებელ ფინანსურ დანაკარგებს იწვევს.
რატომ ირჩევენ FCHAIN-ს?
დღეს შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ბუღალტერის მომსახურება ბიზნესისთვის არა მხოლოდ დამატებითი კომფორტი, არამედ აუცილებლობაა – განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა რეგულაციები მკაცრდება, ტექნოლოგიები კი უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. მხოლოდ მაღაზიისა და მცირე ბიზნესის ბუღალტერიის მაგალითზეც კი ცხადად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიური ოპერაციების სტაბილური აღრიცხვა, რეალიზაციების კონტროლი და საგადასახადო ვალდებულებების სწორად შესრულება.
სწორედ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უფრო მეტი მეწარმე ირჩევს Financial Chain Corporation -ს, როგორც გამოცდილ და სანდრო პარტნიორს სრულყოფილი ბუღალტრული მომსახურებისთვის.
FCHAIN უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან, სხვადასხვა ინდუსტრიულ სექტორში. ასეთი მრავალწლიანი გამოცდილება კი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უარი ვთქვათ სტანდარტულ მიდგომებზე და ვიხელმძღვანელოთ თითოეული კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჩვენთვის უმთავრესია, რომ მეწარმე სრულად ენდოს ფინანსურ პროცესებს, იცოდეს, რომ ყველა დეკლარაცია სწორად და დროულად არის წარდგენილი, ინვოისები მოწესრიგებულია და რომ ნებისმიერი საგადასახადო რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
დაგვიკავშირდით დღესვე და შეუერთდით იმ მეწარმეთა რიგებს, რომლებმაც უკვე აღმოაჩინეს პროფესიონალური ბუღალტრული მომსახურების უპირატესობა Financial Chain Corporation-თან ერთად!
კონსულტაცია
მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს