• მთავარი
  • ხელშეკრულებების შედგენა-შემოწმება საქართველოში

ხელშეკრულებების შედგენა-შემოწმება საქართველოში

იურიდიული მომსახურება კომპლექსურ მომსახურებას გულისხმობს, სადაც მნიშვნელოვან ადგილს ხელშეკრულებების შედგენაში გაწეული დახმარება იკავებს. იურიდიული აუთსორსინგის ეს სახეობა დიდი მოთხოვნით, როგორც მსხვილ, ასევე საშუალო სიდიდის ბიზნესში სარგებლობს საკუთარი საქმიანობის წარმოების, კონტრაგენტებთან და დამკვეთებთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და, აგრეთვე, სახელმწიფო მაკონტროლირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს.

კონტრაქტების, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ხელშეკრულებების, სწორად შედგენაზე კომერციული საქმიანობის წარმოების წარმატება არის დამოკიდებული.

იურიდიული მომსახურების თავისებურებანი ხელშეკრულების გაფორმებისას

აუთსორსინგ კომპანიის მიერ კონტრაქტების შედგენისას იურიდიული მომსახურების უპირატესობებია:

  • კომპანიის ხელმძღვანელების იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობაზე დროის ეკონომია;
  • ისეთი იურისტის აყვანის აუცილებლობის არ ქონა, რომელიც სპეციალიზირდება ხელშეკრულებების შემუშავებაზე, შემოწმებასა და კორექტურაზე;
  • კონსულტაცია დაინტერესებულ ყველა საკითხზე, რომელიც მყიდველებთან ან მომმარაგებლებთან ხელშეკრულების გაფორმებას ეხება;
  • რისკების შემცირება პარტნიორებთან ურთიერთობისა და ხელშეკრულების გაფორმების დროს, ყველა შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და კლიენტების ინტერესებში ფორმდება;
  • სახელშეკრულებო აქტივობის წარმოებისას სადავო ფაქტორის გაჩენის დროს, გაფორმებული კონტრაქტები წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც კომპანიას საკუთარი ინტერესების დაცვის საუკეთესო საშუალებას მისცემს და ეს წინასასამართლო წესით განხორციელდება.

რა უპირატესობებით სარგებლობს დამკვეთი ჩვენთან თანამშრომლობის დროს?

კომპანია FCHAIN მსხვილ საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც უკვე არა ერთი წელია ახორციელებს იურიდიულ მხარდაჭერას ბიზენისის ყველა დონის წარმომადგენლელთათვის. კომერციული სექტორის მეწარმეების მხრიდან ჩვენი სპეციალისტებისათვის მიმართვა რიგი მიზეზების გამოა მიზანშეწონილი:

  • ხელშეკრულებების გაფორმების მომსახურების შეკვეთისას კომპანია იძენს სპეციალისტს, რომელიც სამუშაოს მთელ სპექტრს ახორციელებს;
  • ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროსთვის (მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ადაპტირებული ხელშეკრულებებისაც);
  • შრომითი ხელშეკრულებების, მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებების გაფორმება და მათი ადაპტაცია კლიენტის მოთხოვნისამებრ;
  • მაღალკვალიფიციური გამოცდილი იურისტების მომსახურება (რასაც ჩვენი კომპანიის წარმატებული იურიდიული საქმიანობა და ქონსალთინგ ბაზარზე მისი მაღალი სტატუსი მოწმობს);
  • საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებისა და კლიენტის პერსონალის დატრენინგების შესაძლებლობა;
  • საჭიროების შემთხვევაში შემოთავაზებულ იქნება ფინანსური აუდიტის, ოპერაციების დოკუმენტალური გაფორმების შეფასებისა და სხვა იურიდიული მომსახურება;
  • თბილისში მეწარმეთა იურიდიული დახმარება საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან შესაბამისობაში ხორციელდება და მისი რეგლამენტირება ორგანიზაციების კომერციული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებით ხდება;
  • პროფესიონალი იურისტები თითოეული კომპანიისთვის კონტრაქტების შედგენის დროს ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფენ (მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით).

თუკი თქვენ ჩვენ სპეციალისტებს მიმართავთ, საშუალება გეძლევათ დოკუმენტების სწორად გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის აუცილებლობლობის გარეშე განავითაროთ ბიზნესი. პროფესიონალების ხელში კონტრაქტების რუტინული, ყოველდღიური შემოწმება კომპანიის ძირითად საქმინობას არ შეაფერხებს და დასახული მიზნების მიღწევას უფრო ადვილს გახდის.

კონსულტაცია

მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს