• მთავარი
  • ინდ.მეწარმისა და კომპანიის რეგისტრაცია​ - F-Chain

ინდ.მეწარმისა და კომპანიის რეგისტრაცია​ - F-Chain

კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაცია საქართველოში

ბიზნესის დაწყებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპანიის რეგისტრაციაა. სწორად და კანონიერად რეგისტრირებული იურიდიული პირი არის საიმედო საფუძველი ნებისმიერი კომერციული საქმიანობისთვის – ეს უზრუნველყოფს სამართლებრივ დაცვას, ზრდის საქმიან რეპუტაციას და ხელს უწყობს პარტნიორებთან სანდო ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას.

FChain არის თქვენი საიმედო პარტნიორი კომპანიის რეგისტრაციის მთელ პროცესში. ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ და ყოვლისმომცველ მომსახურებას, რომელიც მოიცავს შპს დარეგისტრირებას, ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მოპოვებას, სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების რეგისტრაციასა და ყველა საჭირო ფორმალობის სწრაფ მოგვარებას.

  • ჩვენ დაგეხმარებით იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციაში.
  • ჩვენ შეგატყობინებთ რეგისტრაციის თითოეული ეტაპის შესახებ.
  • ჩვენ განვახორციელებთ სხვა საჭირო ქმედებას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
  • ჩვენ მოგაწვდით კომპანიის დაარსების დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს.
  • ჩვენ შემოგთავაზებთ იურიდიულ მისამართს თქვენი კომპანიისთვის.
  • ჩვენ ავირჩევთ ყველაზე ოპტიმალურ დაბეგვრის სქემას მომავალი კომპანიისთვის.
  • ჩვენ დავარეგისტრირებთ კომპანიის საქმიანობას შესაბამის ორგანოებში.
  • ჩვენ გაგიწევთ დახმარებას პროცესის ყველა ეტაპზე.

კომპანიის დარეგისტრირება გსურთ? – აი, რატომ ირჩევენ Fchain-ს:

  1. გამოცდილება და სანდოობა

FChain-ის გუნდი უკვე მრავალი წელია წარმატებით ეხმარება სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებსა და მეწარმეებს საქმიანობის სწორად დაწყებაში. ჩვენმა გამოცდილმა იურისტებმა და ბუღალტრებმა კარგად იციან, რა დეტალებს უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, რათა მომავალში კლიენტებმა თავიდან აიცილონ სამართლებრივი გართულებები, საგადასახადო პრობლემები და ადმინისტრაციული დაბრკოლებები.

  1. სწრაფი, ეფექტური და კომფორტული პროცესი

ჩვენი გუნდი მაქსიმალურად აჩქარებს რეგისტრაციის პროცესს.  თქვენ აღარ მოგიწევთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რიგში საათობით დგომა და ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გზის გაკვლევა, რადგან თქვენ ნაცვლად ყველაფერს მოვაგვარებთ ჩვენ. 

FChain-ის მომსახურება მოიცავს არა მხოლოდ დოკუმენტების ფორმალურ მომზადებას, არამედ მთელი პროცესის მართვას – საჯარო რეესტრში განაცხადის შეტანიდან დამატებითი სერვისების ორგანიზებამდე. ჩვენ ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გვაძლევს საშუალებას სწრაფად და ზუსტად შევასრულოთ ყველა საჭირო პროცედურა.

  1. ინდივიდუალური მიდგომა და პერსონალიზებული კონსულტაცია

ყოველი ბიზნესი უნიკალურია და მას თავისი სპეციფიკური საჭიროებები, გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ FChain-ის გუნდი თითოეულ კლიენტს უწევს  პერსონალიზებულ კონსულტაციას, საფუძვლიანად იკვლევს მისი ბიზნესის სპეციფიკას, სამომავლო გეგმებსა და მიზნებს.

  1. სრული საბუღალტრო მხარდაჭერა და ხანგრძლივი თანამშრომლობა

რეგისტრაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბიზნესის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია მუდმივი საბუღალტრო მხარდაჭერა, საგადასახადო ანგარიშების სწორად წარმოება და ფინანსური დოკუმენტაციის ზედმიწევნითი მართვა. FChain გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის ფინანსურ გამჭვირვალობასა და სტაბილურობას.

შპს რეგისტრაცია – ყველაზე პოპულარული ბიზნესფორმა

შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) საქართველოში ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უნივერსალური სამართლებრივი ფორმაა. მისი პოპულარულობა განპირობებულია მრავალი უპირატესობით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია რისკების მინიმუმამდე შემცირება.

შპს-ს ძირითადი უპირატესობები:

შეზღუდული პასუხისმგებლობა: მეწილის პასუხისმგებლობა შეზღუდულია მისი წილის ღირებულებით და პირადი ქონება არ ექვემდებარება ბიზნესის ვალდებულებებს. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესპრობლემების შემთხვევაში მეწილის პირადი ქონება (სახლი, მანქანა, ანაბარი) დაცულია.

მარტივი მენეჯმენტი: შპს-ს მართვის სტრუქტურა მარტივი და მოქნილია. პატარა ბიზნესისთვის ერთი მეწილისა და ერთი დირექტორის ყოლა საკმარისია.

საგადასახადო უპირატესობები: შპს-ს აქვს მოქნილი საგადასახადო რეჟიმი და შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა საგადასახადო სტატუსით (მცირე ბიზნესსტატუსი, მიკრო ბიზნესსტატუსი).

კრედიტუნარიანობა: შპს უფრო ადვილად იღებს მხარდაჭერას ბანკისგან.

ბიზნესრეპუტაცია: იურიდიული პირის სტატუსი ზრდის ნდობას კლიენტების, მიმწოდებლებისა და პარტნიორების თვალში.

FChain-ში შპს-ს რეგისტრაციის პროცესი მოიცავს:

  • კომპანიის სახელის შერჩევასა და მისი ხელმისაწვდომობის შემოწმებას
  • საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და იურიდიულ კონსულტაციას
  • საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მართვას
  • დამატებითი სერვისების ორგანიზებას
  • რეგისტრაციის შემდგომ მხარდაჭერას

რა სარგებელს მიიღებთ FChain-ის სერვისით?

დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა: რეგისტრაციის მთელ პროცესზე პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები. მოგვანდეთ ბიუროკრატიული პროცედურები ჩვენ და თქვენ ფოკუსირდით ბიზნესის განვითარებაზე. 

მაქსიმალური იურიდიული სიზუსტე: ყველა დოკუმენტი მზადდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩვენი იურისტები რეგულარულად ადევნებენ თვალს საკანონმდებლო ცვლილებებს.

მარტივი კომუნიკაცია: ჩვენი გუნდი მუდმივად გაწვდით ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ და ამომწურავად გპასუხობთ თითოეულ კითხვაზე.  

ფინანსური გამჭვირვალობა: წინასწარ იცით რას იხდით და სანაცვლოდ რა მომსახურებას იღებთ.

რა არის შპს?

შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) არის იურიდიული პირის ფორმა, რომელიც სპეციალურად შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მისი მთავარი მახასიათებელია ის, რომ მონაწილეები ბიზნესის ვალდებულებებზე პასუხს აგებენ მხოლოდ მათი წილის ღირებულების ფარგლებში.

შპს იდეალურია შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც გსურთ პირადი ქონების დაცვა ბიზნესრისკებისგან
  • გეგმავთ პარტნიორებთან ერთად ბიზნესის წამოწყებას
  • გჭირდებათ მართვის მოქნილი სტრუქტურა
  • მომავალში ხედავთ ბიზნესის გაფართოების პერსპექტივას
  • გსურთ მაღალი კრედიტუნარიანობა და ნდობა პარტნიორების მხრიდან

შპს რეგისტრაცია - რა არის საჭირო შპს-ს გასახსნელად?

შპს-ს რეგისტრაცია მოიცავს რამდენიმე ეტაპს და შესაბამისად, საჭიროა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

კომპანიის ძირითადი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელის შერჩევა 
  • საქმიანობის სფეროს განსაზღვრა
  • იურიდიული მისამართის მითითება (შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული მისამართი)
  1. მეწილეებისა და ხელმძღვანელობის მონაცემები:
  • ყველა მეწილის, დირექტორისა და ხელმძღვანელი პირების პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)
  • მეწილეების წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრა კომპანიაში
  •  ინფორმაცია უფლებამოსილი წარმომადგენლის შესახებ
  1. სამართლებრივი დოკუმენტაცია:
  • კომპანიის წესდების მომზადება, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის ფუნქციონირების წესებს
  • მეწილეთა შეთანხმების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში)
  • რეგისტრაციის განაცხადის პროფესიონალური შედგენა
  1. ფინანსური ასპექტები:
  • კომპანიის საწყისი კაპიტალის განსაზღვრა
  • მეწილეების ფინანსური ვალდებულებების გაწერა

რა განსხვავებაა შპს-სა და ინდ. მეწარმეს შორის?

ინდ. მეწარმე მოქმედებს როგორც ფიზიკური პირი, ხოლო შპს არის იურიდიული პირი, რომელსაც ცალკეული პასუხისმგებლობა და სამართლებრივი სტატუსი აქვს. ინდ. მეწარმის შემთხვევაში მეწილე პირადი ქონებითაც აგებს პასუხს, ხოლო შპს-ში პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ კომპანიის კაპიტალით. გარდა ამისა, შპს-ს უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ინვესტორების მოზიდვის კუთხით.

რა თანხა ჯდება შპს დარეგისტრირება?

შპს-ს რეგისტრაციის ღირებულება დამოკიდებულია მომსახურების პაკეტზე, საჭირო დამატებით დოკუმენტებსა და პროცედურების რაოდენობაზე. FChain გთავაზობთ მოქნილ ტარიფებსა და სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს დოკუმენტების მომზადებას, რეესტრში რეგისტრაციასა და კონსულტაციებს. დეტალური ფასის გასაგებად, დაგვიკავშირდით და შეგირჩევთ ყველაზე ოპტიმალურ პაკეტს.

ოპცია 1
450 usd-From

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, როდესაც დამფუძნებელი იმყოფება საქართველოში და პირადად დაესწრება რეგისტრაციას.

  • იურიდიული დოკუმენტების მომზადება
  • დახმარება იუსტიციის სახლში რეგისტრაციისას
  • დახმარება შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციისას
  • კონსულტაცია საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით
  • იურიდიული მისამართით უზრუნველყოფა რეგისტრაციის თარიღიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. შემდგომში მოქმედებს დამატებითი წლიური გადასახადი
ოპცია 2
630 usd-From

შპს რეგისტრაცია, როდესაც დამფუძნებლები (ფიზიკური პირები) და დირექტორი იმყოფებიან საქართველოში და დაესწრებიან რეგისტრაციას პირადად.

  • იურიდიული დოკუმენტების მომზადება
  • დახმარება იუსტიციის სახლში რეგისტრაციისას
  • დახმარება შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციისას
  • კონსულტაცია საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით
  • იურიდიული მისამართით უზრუნველყოფა რეგისტრაციის თარიღიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. შემდგომში მოქმედებს დამატებითი წლიური გადასახადი
ოპცია 3
1000 usd-From

შპს რეგისტრაცია , როდესაც დამფუძნებლები (ფიზიკური პირები) და დირექტორი არ იმყოფებიან საქართველოში და პროცესი ხორციელდება მინდობილობით.

  • იურიდიული დოკუმენტების მომზადება
  • საბუთების ნოტარიულად დამოწმება საქართველოში
  • დოკუმენტების თარგმნა საქართველოში
  • კონსულტაცია საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით
  • რეგისტრაცია იუსტიციის სახლში თქვენი სახელით
  • რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში თქვენი სახელით
  • სახელმწიფო გადასახადის გადახდა იუსტიცისს სახლში
  • ნოტარიუსის და თარგმანის საფასური
  • იურიდიული მისამართით უზრუნველყოფა რეგისტრაციის თარიღიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. შემდგომში მოქმედებს დამატებითი წლიური გადასახადი

შენიშვნა: ფასი არის 1000$ დღგ-ს ჩათვლით, როდესაც არის ერთი აქციონერი/დირექტორი. ყოველ დამატებით აქციონერზე/დირექტორზე თქვენ ამატებთ $80.

ოპცია 4
1400 usd-From

შპს ან უცხოური კომპანიის ფილიალის რეგისტრაცია, როდესაც დამფუძნებლები (იურიდიული პირები) და დირექტორი არ იმყოფებიან საქართველოში და პროცესი ხორციელდება მინდობილობით.

  • იურიდიული დოკუმენტების მომზადება
  • საბუთების ნოტარიულად დამოწმება საქართველოში
  • დოკუმენტების თარგმნა საქართველოში
  • კონსულტაცია საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით
  • რეგისტრაცია იუსტიციის სახლში თქვენი სახელით
  • რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში თქვენი სახელით
  • სახელმწიფო გადასახადის გადახდა იუსტიცისს სახლში
  • ნოტარიუსის და თარგმანის საფასური
  • იურიდიული მისამართით უზრუნველყოფა რეგისტრაციის თარიღიდან პირველი 3 თვის განმავლობაში. შემდგომში მოქმედებს დამატებითი წლიური გადასახადი

შენიშვნა: ფასი მერყეობს 1400-დან 2500 აშშ დოლარამდე დღგ-ის ჩათვლით. ფასი დამოკიდებულია დამფუძნებელთა რაოდენობაზე და საქართველოში თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების რაოდენობაზე თითოეული ბენეფიციარისთვის.

კონსულტაცია

მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს