კონტაქტი  –  ჩეხეთი

CACS-ის ფილიალი პრაღაში

ჩვენი კომპანია, როგორც აზერბაიჯანის დედაქალაქში ბიზნესისთვის საბუღალტრო მომსახურების მცირე ქონსალთინგ კომპანია, აუთსორსინგით ჯერ კიდევ 2002 წელს დაკავდა. როდესაც CACS-ის სპეციალისტთა გუნდმა ახლო აღმოსავლეთის ქონსალთინგ მომსახურების ბაზარზე ლიდერის პოზიციები დაიკავა, ევროკავშირის ბიზნეს-რეზიდენტთა შორის ჩვენმა კომპანიამ აუთსორსინგის მომსახურებაზე პერსპექტიული მოთხოვნა მიიღო. ამიტომაც 2014 წლისთვის ხელმძღვანელობამ ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრში, ქალაქ პრაღაში ფილიალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამგვარად, ევროპული კონტინენტის ცენტრში ყოფნით ჩვენ უფრო დავუახლოვდით მუდმივ კლიენტებს და მზად ვართ ევროკავშირის კომპანიებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების წყალობით, რომლებიც ჩეხეთის ეკონომიკის წამყვან დარგებს განეკუთვნება და პრაღაში მდებაროებს, FChain-მა მიიღო შესაძლებლობა უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა ევროპის სამრეწველო პოტენციალის განვითარებაში.
ჩვენთვის პრაღა არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების ულამაზეს საკუთრებად, რომელიც თავისი პოპულარობით ერთ დონეზეა მრავალსაუკუნოებრივ კულტურებთან- ვენასა და რომთან, არამედ მძლავრ სამრეწველო ცენტრადაც იქცა. პრაღის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ობიექტებს შორის, რომლებიც, ამჟამად, ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობენ, შეიძლება გამოვკვეთოთ უმსხვილესი კონტინენტალური ავტოსატრანსპორტო მიმოსვლის საწარმოები, ტურისტული ცენტრების უდიდესი ქსელი, ქიმიური და საკვები მრეწველობის მაღალგანვითარებული საწარმოები და მრავალი სხვა.

დღეს Financial Chain Corporation ჩეხ მეწარმეებს არა მხოლოდ იურიდიულ, საბუღალტრო და საკადრო ქონსალთინგ მომსახურების დიდ ჩამონათვალს სთავაზობს, არამედ ის წარმოადგენს კომპანიების Oracle-ის, 1C-ისა და SAP-ის ოფიციალურ პარტნიორს და პროგრამულ-აპარატული კომპლექსების დილერს, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას პრაღის კომპანიების პროგრამული პროდუქტების დანერგვაში.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Financial Chain Corporation