კონტაქტი – რუსეთი

FChain-ის ფილიალი მოსკოვში

2015 წელს ჩვენი კომპანიების ქსელი რუსეთის ბაზარზე გავიდა, რითაც სამი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონის ქონსალთინგ ტენდენციები გააერთიანა, და დაკავდა თანამედროვე ბიზნესის პროექტების აქტიური რეალიზებით. Financial Chain Corporation-ს აქვს თავისი ოფისი მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის დედაქალაქში მოსკოვში, რომელიც წარმოადგენს არა მარტო მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს დასახლებულ მეგაპოლისს, არამედ საერთაშორისო ბიზნეს ცენტრსაც. 2015 წელს ქონსალთინგ სააგენტოების კვლევების მიხედვით, მოსკოვი, ბაქოს შემდეგ, საქმიანი მომსახურების დონით ლიდერად დასახელდა.

ამჟამად, Financial Chain Corporation რუსეთის მეწარმეებს ფართო სპექტრის აუთსორსინგ მომსახურებას სთავაზობს, რაც მოიცავს კლიენტების საბუღალტრო, იურიდიულ, საგადასახადო, აუდიტის, საკადრო და სამიგრაციო მომსახურებას. უფრო მეტიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების დონის გათვალისწინებით, ჩვენ საწარმოებს ვთავაზობთ ლიცენზირებულ პროგრამულ-აპარატულ გადაწყვეტილებებს ბიზნესისათვის მწარმოებელი საწარმოს მართვის 1C-ის ბაზაზე, და ასევე კომპანიების Oracle-სა და SAP-ის პროდუქტს, რასაც თან ერთვის ჩვენი სპეციალისტების მუდმივი ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერა. ჩვენთან თქვენ მიიღებთ უმაღლესი დონის სერვისს, რადგან ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ქონსალთინგ მომსახურების პრაქტიკის პერიოდში FChain -მა ფასდაუდებელი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო და ყველა თავისი რესურსი რუსეთის ტერიტორიაზე აუთსორსინგის მომსახურების დონის განვითარებაში ჩადო.

თუკი თქვენ გესაჭიროებათ საიმედო კონსულტანტი და გამოცდილი ბიზნეს-პარტნიორი- ჩვენ მოხარულები ვიქნებით შეგხვდეთ ქალაქ მოსკოვის ოფისში.

  • თქვენი კომპანია საჭიროებს ბიზნესის განვითარების თანამედროვე და პერსპექტიულ იდეებს;
  • თქვენ არ გყოფნით პრაქტიკული გამოცდილება რთული პროექტების განსახორციელებლად;
  • თქვენ მიისწრაფით საწარმოს ბალანსის სტაბილიზაციისა და ფინანსური ანალიზის გზით გაზარდოთ კომპანიის საინვესტიციო რეიტინგი;
  • თქვენ დაგღალათ გადასახადებთან და ბუღალტერიასთან დაკავშირებულმა მუდმივმა პრობლემებმა;
  • თქვენ გესაჭიროებათ გამოცდილი იურისტი კომპანიის დოკუმენტების გასაფორმებლად, ბიზნესის რეგისტრაციისათვის, საწარმოს ლიკვიდირებისა და სხვა მრავალ იურიდიულ საკითხებში მონაწილეობისთვის;
  • თქვენი კომპანიის ქვეგანყოფილებები არ მუშაობენ ეფექტურად ან თავს ვერ ართმევენ დასახულ ამოცანებს.

ნებისმიერი ამ საკითხის მოსაგვარებლად FChain იწვევს კლიენტებს რუსეთის ფედერაციიდან კონსულტაციისა და თანამშრომლობისათვის.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Financial Chain Corporation