კონტაქტი – აზერბაიჯანი

FChain-ის მთავარი ოფისი ბაქოში

2002 წლის 1 ნოემბერს აზერბაიჯანის მზიან დედაქალაქში კომპანია FChain-ის მთავარი ოფისი გაიხსნა. ამ მომენტიდან ჩვენ ქონსალთინგის ბაზარზე აქტიური საქმიანობა დავიწყეთ. დღეს ჩვენი კომპანია- აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში, აუთსორსინგის მომსახურების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომელიც ქონსალთინგ მომსახურების 30-ზე მეტ მიმართულებას ფლობს.

თავიდან Financial Chain Corporation მხოლოდ საბუღალტრო მომსახურებას ეწეოდა. თუმცა ჩვენ ისეთი კომპანიის შექმნას ვგეგმავდით, რომელიც აუთსორსინგის მომსახურების მიმწოდებელებს შორის სათანადო ადგილს დაიკავებდა და აზერბაიჯანის საწარმოებს საერთაშორისო დონეზე გაიყვანდა და, ასევე, მსოფლიო ეკონომიკაშიც თავის წვლილს შეიტანდა.

FChain-ის მთავარი მიზანი უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაა ისეთ ფასად, რომელიც პრაქტიკულად ყოველი მწარმოებლისთვის არის ხელმისაწვდომი.

ამიტომაც, მიზნის მისაღწევად, ჩვენმა გუნდმა განვითარება გააგრძელა და 2012 წლისთვის კლიენტებთან წარმატებული მუშაობის წყალობით ჩვენ უკვე რამოდენიმე განყოფილება გვქონდა, რომლებიც კომპლექსურ ქონსალთინგ საქმიანობას ეწეოდნენ: იურიდიული სამსახური, აუდიტი, საიმიგრაციო მომსახურება უცხოელებისთვის, მომსახურება ბიზნესის ავტომატიზაციისთვის, საბუღალტრო მომსახურება და სხვ.

2014 წლისთვის კომპანიის შტატი 40-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს ითვლიდა, რომლებიც ყოველ დღე ჩვენი კლიენტების საკეთილდღეოდ თავიანთ უნარ-ჩვევებს აუმჯობესებდნენ. სწორედ რომ მათი მუდმივი და ნაყოფიერი მუშაობის წყალობით, FChain-ის ბაქოს ფილიალმა ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე Azeri Business Award 2014 საერთაშორისო აღიარების ეროვნული პრემია მიიღო.

ჩვენ გვაქვს პარტნიორული შეთანხმებები პროგრამულ-აპარატული კომპლექსების უმსხვილეს მწარმოებლებთან: Oracle, 1C და SAP. თანამშრომლობა პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებლებთან საშუალებას გვაძლევს ჩვენ კლიენტებს ხარისხიანი, ლიცენზირებული პროდუქტი შევთავაზოთ და, აგრეთვე, საინფორმაციო ტექნოლოგიური პროექტები მოწინავე ტექნოლოგიურ დონეზე განვახორციელოთ.

დედაქალაქის სამეცნიერო-ტექნიკური, სამრეწველო და ეკონომიკური განვითარების წყალობით, FChain -მა ბაქოს ტერიტორიაზე თავისი მომსახურების რეალიზებისა და გაუმჯობესებისათვის შესანიშნავი გარემო მიიღო. დღესდღეისობით FChain თანამშრომლობს რესპუბლიკის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის უფრო მსხვილ დარგებს განეკუთვნებიან. მათ შორის არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტიკა, სასტუმრო და რესტორნების ბიზნესი, სადაზღვევო და სამშენებლო სექტორი, მანქანათმშენებლობისა და მოწყობილობათმშენებლობის მრეწველობა და სხვ.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Financial Chain Corporation