ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)

რეალური ფინანსური სიტუაციის ამსახველი ანგარიშგება საწარმოების ხელმძღვანელობას კომპანიის მომავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდება. ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის ხარისხი- ეს არის შესაძლელობა შეადაროთ საქმიანობის მაჩვენებლები რამოდენიმე საანგარიშო პერიოდში სტანდარტების ნაკრებთან. ყველაზე ხშირად საწარმოები სტანდარტებისთვის IFRS-ის მაჩვენებლებს ირჩევენ.

441_YWNjb3VudHMtcmVjZWl2YWJsZQ

სამწუხაროდ, არც თუ ისე ბევრ დიდი გამოცდილების მქონე ბუღალტერს შეუძლია კომპანიის ანგარიშგება IFRS-ს შეუთავსოს. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ ანგარიშგების ფორმირებაში, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს შეესაბამება. IFRS-ის ანგარიშგების ტრანსფორმაცია წარმოადგენს რთულ და შრომატევად პროცესს, თუმცა მისაღებ ფასად ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, საწარმოს ხელმძღვანელი აუცილებლად მიიღებს სასურველ შედეგს.

ფინანსური ანგარიშგება IFRS -ის მიხედვით

IFRS -ის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების შედგენას გამოცდილი სპეციალისტები ანგარიშგების ფორმის შემუშავებითა და იმ შეუთანხმლებლობების ანალიზით იწყებენ, რომლებმაც საწარმოზე დანერგილი აღრიცხვიანობის პოლიტიკაში იჩინა თავი (კონსოლიდირებული კომპანიებისთვის- ერთიან უნიფიცირებულ ფორმატში). ამის შემდეგ, თქვენს საწარმოში შემუშავდება და დაინერგება საკონტროლო პროცედურები, რომლებიც ინფორმაციის კონსოლიდირებას შეძლებენ. საჭიროებისამებრ ჩატარდება ანგარიშგების ფორმირების დონეების ავტომატიზაცია, რომელიც IFRS -ის მოთხოვნებს უპასუხებს. ეს საშუალებას გვაძლევს ანგარიშგების ფორმირებისათვის უფრო ზუსტი ოპერატიული ინფორმაცია მივიღოთ. ამასთანავე, შემკვეთი თავად არჩვევს ანგარიშწარმოების მეთოდს.

თუკი ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპები თქვენს საწარმოში უკვე დანერგილია, საბუღალტრო ბალანსმა აუცილებლად უნდა გაიაროს IFRS -ის აუდიტი, რათა მისი ფორმირების პოზიტიური დასკვნა დაწესებულ სტანდარტებს დაემთხვეს. ამის შემდეგ საწარმოს ხელმძღვანელობას გადაეცემა დასკნა მიმოხილვითი შემოწმებისა ან აუდიტის შედეგებზე  და, ასევე, რეკომენდაციები საბუღალტრო აღრიცხვიანობის დროს დაშვებული შეცდომებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს კონსულტაციისთვის მიმართავთ (ტელეფონის ნომრები მითითებულია საიტზე) ანგარიშგების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს მიიღებთ. პროფესიონალიზმის უმაღლესი დონე, მომსახურების ღირებულების ფორმირების მოქნილი პოლიტიკა და ინდივიდუალური მიდგომა- ეს არის ჩვენი კომპანიის მუშაობის ძირითადი პრინციპები.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services