საწარმოთა ლიკვიდაცია

ბიზნესში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, უამრავი სირთულე არსებობს, რაც შეიძლება სხვადასხვა სახის შეცდომები გამოიწვიოს. ასეთ შეცდომათა შორის ხშირად ხვდება წარმოშობილი პრობლემები ბუღალტერიასთან, არაკეთილსინდისიერ კრედიტორებთან, რომლებიც თავის მხრივ შესაძლებელია თაღლითები აღმოჩნდნენ. ასევე ხდება ხოლმე ისეც, როცა საკუთარი საქმე მოლოდინს არ ამართლებს, ნელ-ნელა ქრება, მოაქვს მხოლოდ წაგება და ზედმეტი პრობლემები. თუმცა ხანდახან ბიზნესის წარმართვის სხვა იდეა ჩნდება, რომელიც უკვე არსებული საწარმოსაგან სრულიად განსხვავდება.

29_MTQwNC5pMDM1LjA3NC5TLm0wMDMuYzEwLmxhdyBpY29uIGZsYXQuanBn_2

ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ შეგიძლიათ ერთბაშად გათავისუფლდეთ ყველა იმ პრობლემისაგან, რომელიც დიდი ხანია გაღელვებთ, და ეს კანონიერი გზით და მოკლე ვადაში გააკეთოთ. ამის რეალური საშუალება საწარმოს ლიკვიდაცია არის.

ის საკმაოდ მოსახერხებელია, გააჩნია უპირატესობების ჩამონათვალი, არ მოაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი, არ არღვევს კანონს და სხვადასხვა მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს, რაც იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს არჩევანი იმ მეთოდის სასარგებლოდ გააკეთოს, რომელიც ყველაზე მეტად კონკრეტულად მის საწარმოს უხდება. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი კანონიერი გზით გამოცდილი იურისტების მიერ ხორციელდება, რომლებიც თავიანთ მთელ ცოდნასა და უნარებს კანონმდებლობაში იყენებენ. მოცემულ პრაქტიკას ხშირად მიმართავს უამრავი თანამედროვე საწარმო, რომელთა მფლობელებიც ამ საწარმოების  უსარგებლობაში რწმუნდებიან.

საქმე იმაშია, რომ საწარმოს ლიკვიდაცია სერიოზული პროცესია, რომელიც, რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მიდგომასა და მაღალ პროფესიონალიზმს საჭიროებს, აქედან გამომდინარე საჭიროა მხოლოდ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისედაც რთული სიტუაცია შეიძლება უფრო გართულდეს.

კომპანია Financial Chain Corporation გთავაზობთ ხარისხიან იურიდიულ დახმარებას საწარმოთა ლიკვიდაციის თვალსაზრისით თბილისსა და საქართველოში.

საწარმოს ლიკვიდაცია სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი, არჩევანი კი პირდაპირ დამოკიდებულია იურიდიული პირის პრობლემებისა და საწარმოს საქმიანობის სპეციფიკაზე.

იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის ყველა მექანიზმი კომპანია FChain-ში, სპეციალისტების დიდი გამოცდილების წყალობით, გამართული და დეტალურად შემუშავებულია. ეს სრულებით გამორიცხავს ისეთ უსიამოვნო შედეგებს, როგორიცაა პრობლემები კანონთან და ქონების დაკარგვა, რაც შეიძლება აღელვებდეს მეწარმეს, რომელმაც გადაწყვიტა იურიდიული დახმარებისთვის მიემართა.

რატომ უნდა გვენდოთ?

  • იურიდიული დახმარების მომსახურებას FChain 10 წელიწადზე მეტია გთავაზობთ, რაც მის საიმედოობაზე მეტყველებს.
  • ჩვენ ვვითარდებით და მსოფლიო დონის კლიენტებთან წარმატებული თანამშრომლობის წყალობით ახალ ფილიალებს საქართველოში, რუსეთის ფედერაციისა და ევროპის ტერიტორიაზე ვხსნით, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს სპეციალისტებს საერთაშორისო სამართალთან და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.
  • ჩვენ ვფლობთ ასზე მეტი წარმატებულად რეალიზებული პროექტის პორტფოლიოს;
  • ჩვენ ვთანამშრომლობთ 50-მდე მსოფლიო დონის ბიზნეს-კლიენტებთან, რომლებიც ნამდვილად გვენდობიან;
  • FChain-ის თანამშრომელთა შტატი მაღალკვალიფიციური მუშაკების დიდ რაოდენობას ითვლის, რაც არა მხოლოდ ხარისხზე, არამედ სამუშაოს შესრულების სისწრაფეზეც აისახება;
  • ჩვენი თანამშრომლები ბიზნეს-ქონსალთინგის სფეროში სერთიფიცირებული ექსპერტები არიან.

Financial Chain Corporation დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ქონებრივ პრობლემებს, რომლებიც საწარმოს არაპერსპექტიულობითა ან არასწორი ფუნქციონალურობით არის განპირობებული. თუკი თქვენ ახალ დონეზე გადასვლა გადაწყვიტეთ, მაგრამ არსებული ბიზნესი თქვენთვის წარუმატებელია და არ მოაქვს მოგება, ხოლო პრობლემების საერთო სურათს დაუფარავი ვალებიც ემატება – ჩვენ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან მოვძებნით და თქვენს ქონებას შევინარჩუნებთ!

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services