საბუღალტრო მომსახურება

იმისათვის, რომ მშვიდად იმუშაოთ, მიიღოთ სანდო ინფორმაცია ბიზნესის სხვადასხვა ფინანსურ მაჩვენებლებზე და კეთილსინდისიერი გადამხდელის რეპუტაციასაც ფლობდეთ, აუცილებელია კარგად ორგანიზებული, პროფესიონალური ბუღალტერია. საბუღალტრო მომსახურების არსიც ხომ იმაში მდგომარეობს, რომ საქმის მცოდნე სპეციალისტები აწარმოებენ აღრიცხვას, ანგარიშობენ გადასახადებს, ადგენენ ანგარიშგებას, მუშაობენ ბანკებთან, კონტრაგენტებთან და ეხმარებიან ხელმძღვანელს კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმარებაში.

930

აქ მნიშვნელოვანია ენდოთ ასეთ თანამშრომლებს, დარწმუნებულები იყოთ მათ მაღალ პროფესიონალურ მომზადებასა და პასუხისმგებლობაში.
სამწუხაროდ, ხელმძღვანელები ძალიან ხშირად ცდებიან, აბარებენ რა საბუღალტრო აღრიცხვიანობას არაკეთილსინდისიერ შემსრულებელს. ასეთ შემთხვევებში ზიანდება არა მხოლოდ საქმიანობის ცალკეული ნაწილი, არამედ მთლიანი ბიზნესი- საჯარიმო სანქციები შეიძლება საკმაოდ სერიოზული გამოდგეს, კარგი სახელისა და რეპუტაციის აღდგენა კი ხშირად შეუძლებელიც კი ხდება.

თუკი თქვენ არ გსურთ მსგავსი ხელმძღვანელების რიცხვში აღმოჩნდეთ, თუკი თქვენ გჭირდებათ ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურება და აბსოლუტური რწმენა მიღებული ინფორმაციისა და ანალიზის ობიექტურობის სიზუსტეში, მაშინ ოპტიმალური გადაწყვეტა ისეთ სპეციალიზირებული კომპანიისთვის მიმართვა იქნება, რომელიც თქვენს ბუღალტერიაზე ზრუნვას თავის თავზე აიღებს. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ მომსახურება ამ მიმართულებით. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად მიხედოთ საქმეებს და არ იღელვოთ აღრიცხვიანობის ვითარებაზე, ანგარიშგების დროულ წარდგენასა და საკანონმდებლო ნორმების დაცვაზე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს რეპუტაციას და კლიენტებს, ამიტომაც სამუშაოს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

ამის გარდა, ჩვენთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგცემთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხები. თუკი თქვენ მოწვეული სპეციალისტების მომსახურებით ისარგებლებთ, ბუღალტერიისთვის ცალკე კაბინეტის გამოყოფა და ორგტექნიკის შესყიდვა აღარ მოგიწევთ. ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ ყველა ამ ხარჯს და გთავაზობთ ხარისხიან სერვისს მისაღებ ფასში.

  • ფინანსური უწყისების მომზადება IFRS სტანდარტების მიხედვით.

თუ თქვენ აფასებთ სამუშაოს უსაფრთხოებას, გსურთ განვითარება და ახალ დონეზე გადასვლა, თუ თქვენ აფასებთ თქვენს იმიჯს მაშინ ჩვენთან საბუღალტრო მომსახურების შეკვეთით თქვენ პირდაპირ დასახული მიზნისკენ მიდიხართ. ჩვენ კი უბრალოდ ამაში დაგემხარებით ისევე, როგორც სხვა ათეულობით კომპანიას დავეხმარეთ.

საბუღალტრო აღრიცხვიანობის კუთხით შემდეგი ტიპის მომსახურება ხდება:

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება პროგრამაში;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services