საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება

საბუღალტრო აღრიცხვის პრობლემა თანამედროვე ქართულ კომპანიებში

როგორც ცნობილია, საქართველოს საწარმოთა ეკონომიკამ 1998 წლის შემდეგ ცვლილებებს განიცდიდა. განსაკუთრებით ძლიერი ბიძგი იმ საწარმოებმა მიიღო, რომლებიც ექსპორტით იყვნენ დაკავებულნი.

ამ მომენტიდან ქართული ბიზნესის მასობრივი პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) ფარგლებში აუცილებელი რეფორმები ჩატარებულ არ იქნა, ან ჩატარდა, ოღონდ არათანმიმდევრულად. ქართული პროდუქციისა და მომსახურების საზღვარგარეთ მიწოდება გაიზარდა, თუმცა საბუღალტრო ანგარიშგებისა და დაგეგმარების შიდა სქემებში კვლავაც წარსული გადმონაშთი იჩენს თავს და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაში ქართულ კომპანიებს ხელი ეშლება.

1010

გლობალურად თუ ვისაუბრებთ, საბუღალტრო ანგარიშგების სფეროში ეროვნულ ბიზნესს სამი ძრითადი წინააღმდეგობა ხვდება, რომელთა აღმოფხვრა შიგნიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. ესენია:

  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების
  • ანგარიშგების ინტეგრაციისადმი არასწორი მიდგომა;
  • ეროვნული ბუღალტერიის თანამედროვე სტანდარტების მცდარი გაგება;
  • არასათანადო აუდიტი.

ეკონომიკურ და სტრატეგიულ დაგეგმარებაში ანგარიშგების როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავ სიტუაციაში გამოცდილი ხელმძღვანელები კონსულტაციისა ან სრული მომსახურებისთვის გარეშე ექსპერტებს მიმართავენ.

ჩვენი გადაწყვეტა ანგარიშგების სფეროში

13 წელზე მეტია, რაც FChain საბუღალტრო საკითხებით არის დაკავებული და ჩვენ ვიცით, თუ როგორ მივუდგეთ ნებისმიერი სახის პრობლემას ამ სფეროში. თბილისში ჩვენი ფილიალი ანგარიშგების წარმოების მომსახურებას გთავაზობთ. კლიენტებთან ერთად გატარებული დროის მანძილზე, FChain-მა ანგარიშგების ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა, რომლებიც კომპანიებს თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გაერთიანების საშუალებას აძლევს.

  • აღრიცხვიანობის ზუსტი სურათის დასადგენად ჩვენ კლიენტის ბალანსის ძირფესვიან ანალიზს ვატარებთ;

  • აღრიცხვიანობის წარმოებისას ვხელმძღვანელობთ ფინანსური ოპერაციების მიზნობრივი ასახვით, ამიტომაც ჩვენი სპეციალისტები ოპერატიულად და ხარისხიანად მუშაობენ;

  • ჩვენ რეალურად გვაქვს შეხება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, შესაბამისად თანამედროვე რეფორმებს დსთ-სა და ევროპის საწარმოებში წარმატებულად ვატარებთ;

  • ჩვენი გუნდი ბუღალტერიის და, ასევე, მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე, საერთაშორისო დონის სპეციალიტებით არის დაკომპლექტებული, რაც ერთობლივი ძალებით უიმედო პრობლების გადაჭრაშიც კი გვიწყობს ხელს;

  • ჩვენი კომპანია მიმდინარე საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნას ფლობს და აღრიცხვიანობის სტანდარტებში ცვლილებებს გამუდმებით ადევნებს თვალყურს;

  • ჩვენთან შეგიძლიათ დაუკვეთოთ სრულყოფილი მომსახურება- ეს გადაწყვეტაა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურს დამატებითი დანახარჯისაგან თავის გათავისუფლება და, ამასთანავე, ანგარიშგების ხარისხის შენარჩუნებაც.

  • ჩვენ უმაღლესი დონის სერვისს გთავაზობთ, რომელიც ევროპული კომპანიების გარემოში ყალიბდებოდა და უმჯობესდებოდა.

აუთსორსინგი საბუღალტრო აღრიცხვიანობის წარმოებაში. ჩვენი მომსახურება.

ქონსალთინგის მომსახურების კუთხით ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხანია, რაც ბაზარზე არის წარმოდგენილი. ჩვენ შევიმუშავეთ მომსახურების კომპლექსი, რომელიც ნებისმიერი საწარმოს ანგარიშგებას გარანტირებულად მოაწესრიგებს. FChain-ში კლიენტებს შეუძლიათ სრული მომსახურების დაკვეთაც: ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ფინანსურ საქმიანობას, შეამცირებს საკადრო დატვირთვასა და შეამცირებს შტატში მომუშავე პერსონალისთვის შრომით საშუალებებზე არსებულ ხარჯებს.
ანგარიშგების წარმოების სტანდარტულ მომსახურებაში შედის:

  • პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, მომზადება და დამუშავება;
  • გადასახადების წარმოშობის პროცესების სრული მომსახურება და საგადასახადო ანგარიშგების დამუშავება;
  • მუშაობა ბანკის წარმომადგენლებთან;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების სისტემის ინტეგრაცია საწარმოსა და მის ფილიალებში;
  • კადრებისა და ხელფასის აღრიცხვა;
  • ბუღალტერის სამუშაო ადგილის ავტომატიზაციის მომსახურება (ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა, საწარმოო ბაზების დაყენება და კონფიგურირება, საბეჭდი ფორმების შემუშავება და მსგავსი.);
  • მომსახურება ანგარიშგების აღდგენის კუთხით;
  • საბალანსო უწყისების, ანგარიშების შედგენა, ვრცელი ანალიზის წარდგენა;
  • გამოცდილი ბუღალტერების ხელმისაწვდომი კონსულტაცია.

ჩვენ სრულ პასუხს ვაგებთ ანგარიშგების კუთხით დაკისრებულ ვალდებულებეზე, შესაბამისად, კლიენტს შეუძლია დარწმუნებული იყოს მაკონტროლებელი ორგანოებისთვის მონაცემთა დროულად გადაცემაში, ინფორმაციის უტყუარობასა და დოკუმენტების კეთილსინდისიერ ანალიზში.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services