FChain თბილისში

Contact us

ჩვენს შესახებ

ბიზნეს-იდეების პროდუქტიული დანერგვის პროცესში, რომლებითაც ჩვენი კომპანია ხელმძღვანელობდა მსოფლიო დონის კლიენტებთან მუშაობისას, ფილიალების ქსელის განვითარებამ FChain საქართველოს დედაქალაქში თბილისში მოიყვანა. დღეს ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ქონსალთინგ მომსახურების ბაზარზე ლიდერები ვართ, FChain-ში კლიენტებთან თანამშრომლობის უმთავრესი პრინციპი საკითხისადმი დეტალური, ინდივიდუალური, კომპლექსური მიდგომაა. 2016 წლიდან კომპანიის თბილისის ფილიალი მზად არის საქართველოს საწარმოებს შესთავაზოს ბიზნეს-ქონსალთინგის მომსახურების სრული სპექტრი: საბუღალტრო, საგადასახადო, იურიდიული და აუდიტორული მომსახურება. მოცემულ რეგიონში ჩვენი მომსახურების ჩამონათვალი 30-ზე მეტ მიმდინარეობას ითვლის, მათ რიცხვში პროექტების კომპლექსური “სრული” მომსახურება და, ასევე, კონტრაქტის გაფორმებისას მომხმარებელთა სრული მხარდაჭერაც შედის.

13 წელზე მეტია ჩვენ დაკავებული ვართ აუსორსინგით ბუღალტერიის, საგადასახადო, აუდიტისა და იურისპრუდენციის სფეროში, ვთანამშრომლობთ რა კომპანიებთან მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში. კომპანიის არსებობის პერიოდში, ჩვენ სხვადასხვა სფეროების ბიზნესის ავტომატიზაციის კუთხით 40-ზე მეტი წარმატებული ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტი განვახორციელეთ, შესაბამისად მზად ვართ FChain-ის სპეციალისტთა მუშაობის ხარისხის გარანტიები წარმოვადგინოთ.

FChain-თვის თბილისი არა მარტო მშვენიერი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ქალაქია ულამაზესი საქართველოს შუაგულში, არამედ დაგროვილი გამოცდილების რეალიზებაში გადადგმული პერსპექტიული ნაბიჯიც. თბილისი, რომელიც წარმოადგენს ტრანსეროვნულ ენერგეტიკულ და საბაჟო ტრანზიტის მნიშვნელოვან პუნქტს, მაღალი პოტენციალის მქონე ათასობით საწარმოსა და კომპანიას მოიცავს. ჩვენი სპეციალისტები სწორედ ამ პოტენციალის გახსნაში მოგეხმარებიან. დღესდღეისობით ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ არა მხოლოდ საკონსულტაციო და ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრი, არამედ ეფექტური პროგრამული გადაწყვეტილებები ლიცენზირებული პროდუქტების ბაზაზე, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიო მწარმოებელი ისეთი კომპანიებისგან არის მოწოდებული, როგორიცაა 1С, ORACLE და SAP. ბიზნესის ავტომატიზაციისთვის პროექტების დანერგვისას, ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოდმიღებული და აპრობირებული სტანდარტებით, ამიტომაც შეგვიძლია მოგცეთ გარანტია სრულ საინფორმაციო უსაფრთხოებაზე, რომელიც კლიენტის მონაცემების კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე არის დაფუძნებული.

ჩვენი გუნდი

IMG_7560

Ella Lekishvili

Country manager

IMG_7545

Teona Iurchenko

Senior Accountant

IMG_7556

Ani Shavladze

Junior Accountant

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services