კონსულტაცია

დღეს კომერციული ურთიერთობების დინამიკა ძალზედ აქტიურად ვითარდება. ბიზნესის წარმატებული მართვისთვის მხოლოდ მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალებების ფლობა არ არის საკმარისი, აუცილებელია მათი მოხმარების ცოდნაც. ქონსალთინგ-აუთსორსინგის ძირითადი ამოცანაც ამაში მდგომარეობს- კომპანიებისთვის არსებული რესურსის სწორად ამოქმედების სწავლება. აუთსორსინგი- საწარმოების სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობის ბევრ სფეროში საკმაოდ გამოსადეგი ინსტრუმენტია, რომელიც საშტატო სპეციალისტებისათვის მომგებიან ალტერნატივას წარმოადგენს.

Comp_2-03-01 [Converted]-01

რატომ არის ჩვენი კონსულტაცია გამოსადეგი წარმატებული კომპანიებისთვის?

უკვე ათეულ წელზე მეტია ჩვენ საერთაშორისო საწარმოების ბუღალტერიის, კორპორატიული სამართლისა და საკადრო პოლიტიკის სფეროში არსებულ პრაქტიკულ საკითხებს შევისწავლით. ჩვენი კომპანია იმის მაგალითია, რომ აუთსორსინგი ნებისმიერი დარგის წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის ნაწილი შეიძლება გახდეს.

კონსულტაცია, როგორც აუთსორსინგის მომსახურება- არა მარტო მოსახერხებელი სერვისია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სპეციალისტს ნებისმიერ მომენტში მიმართოთ. ეს არის კლიენტის კომპანიის შიდა პროცესების საფუძვლიანი ანალიზი, გამოცდილი ექსპერტების რჩევები და მუდმივი მხარდაჭერა, დამოუკიდებელი შეფასება და რეალური ხედვა ნებისმიერ სიტუაციაში.

ყოველი ხელმძღვანელი ხვდება, რომ ერთ საწარმოში კომერციული საქმიანობისას გამოსადეგი ყველა შესაძლო სპეციალისტის თავმოყრა ურთულესი ამოცანაა: ყოველთვის მოგიწევთ მსხვერპლის გაღება, იქნება ეს მატერიალური სახსრები თუ პერსონალის კვალიფიკაციის დონე. აუთსორსინგის მომსახურების გამოჩენასთან ერთად ნებისმიერ საკითხში კვალიფიციური კადრების მოძიება-მომზადების აუცილებლობა მინიმუმამდე დავიდა. სტაბილური შემოსავლისა და იდეალური რეპუტაციისკენ მიმავალ გზაზე Financial Chain Corporation თქვენი საწარმოს საიმედო პარტნიორი გახდება.

რას გთავაზობთ?

ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონსულტაციურ მომსახურებას ბიზნესისა და ფინანსების სფეროში ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყნის, ასევე რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ კონსულტაცია შემდეგ თემებზე:

  • საბუღალტრო აღრიცხვა:
    • პირველადი დოკუმენტაცია;
    • გადასახადების განსაზღვრა და გადასახადების ლეგალური ოპტიმიზაცია;
    • საკადრო აღრიცხვა;
    • ხელფასი;
    • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები: როგორ მოვარგოთ თქვენი ბიზნესი საერთაშორისო სტანდარტებს;
    • აღრიცხვიანობის ავტომატიზაცია;
    • ბუღალტერია გარე ეკონომიკური საქმიანობის დროს და სხვა მრავალი.
  • იურისტების კონსულტაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
    • კომპანიების რეგისტრაცია;
    • კომპანიების ლიკვიდაციის საკითხები;
    • პროდუქციის სერთიფიცირება, ლიცენზირება;
    • საწესდებო დოკუმენტთა პაკეტის მიღება-ცვლილება;
    • მოლაპარაკებების წარმოება;
    • სამეურნეო დავა და არბიტრაჟი.
  • ასევე:
    • HR-ის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაცია;
    • დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება;

ჩვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დასტური ათობით წარმატებული კლიენტია, ხოლო საერთაშორისო აღიარება ჩვენი გადაწყვეტილებების ეფექტურობაზე მეტყველებს. და თუკი თქვენ მიიჩნევთ, რომ კონსულტაცია დაგროვილ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შემოგთავაზოთ სპეციალისტები-აუთსორსერები, რომლებიც ნებისმიერ საკითხში გაგარკვევენ.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services