კომპანიის შესახებ

როგორ იწყებოდა FChain-ის გზა

ჩვენი ახალგაზრდა წარმატებული გუნდი, როგორც მცირე აუთსორსინგის ფირმა, 2002 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქში შეიქმნა. “Financial Chain Corporation”-ის საქმიანობას თავიდანვე ისეთი ძირითადი საკითხები დაედო საფუძვლად, როგორებიც არის: ბუღალტერია, კორპორატიული სამართალი და საკადრო პოლიტიკა.

IMG_7625_1

უკვე 13 წელიწადზე მეტი ჩვენი სპეციალისტები უამრავი კლიენტის წარმატებულ სტარტს შესაძლებელს ხდიან. მათ შორის მსოფლიოში ცნობილი კომპანიებიც არიან, რომელთა რეკომენდაციებს ჩვენს საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

ჩვენი შეთანხმებული გუნდის ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობის, თითოეული პარტნიორისადმი ყურადღებისა და მომსახურეობის დონის ამაღლებაზე გულმოდგინე მუშაობის შედეგად, FChain 2013 წელს, და შემდეგ 2014 წელსაც, რესპუბლიკა აზერბაიჯანის „Azeri Business Award“-ის აზრით, წლის კომპანიად დასახელდა. ამჯერად, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ უფრო მეტი- 2014 წლიდან კომპანია თავის საქმიანობას ევროპისა და 2015 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს.

მომსახურება პროფესიონალური ქონსალთინგის სფეროში

თქვენ საწარმოს ყოველთვის შეუძლია შემდეგ საკითხებზე მოგვმართოს:

  • საბუღალტრო მომსახურება;
  • იურიდიული დახმარება;
  • საკადრო პოლიტიკის დაგეგმარება;
  • დახმარება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (სეს) წარმოებისას და სხვ.

თქვენი ანგარიშგება არ ასახავს რეალურ ფინანსურ სურათს და არ აჩვენებს საწარმოს ფაქტობრივ ბალანსს?

ბიზნესში ახალ მიმართულებას ხსნით და არ იცით, რითი დაიწყოთ დოკუმენტების გაფორმება?

დაწყებულმა ბიზნესმა იმედი გაგიცრუათ და კომპანიის საქმიანობის დასრულება დანაკარგის გარეშე, რეპუტაციის შენარჩუნებითა და დროის მინიმალური ხარჯვით გსურთ?

თქვენი ბიზნესისთვის საზღვრებს ხსნით და საქონელს საექსპორტოდ ამზადებთ, მაგრამ წარმატებაში არ ხართ დარწმუნებული?

მაღალ გადასახადებს იხდით, რაც თქვენსავე ბიზნესს აზარალებს?

ყველა ამ საკითხზე მოგვმართეთ ჩვენ. უკვე არაერთი წელია, “Financial Chain Corporation“ საკამათო სიტუაციებში მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს ეხმარება. თუკი თქვენ გესაჭიროებათ კომპეტენტური სპეციალისტის აზრი ან პროფესიონალური აუთსორსინგის დახმარება ბუღალტერიის, სამართლისა და პერსონალის მმართვის სფეროში- ასეთ შესაძლებლობას FChain ყოველთვის შემოგთავაზებთ.

ჩვენი ძირითადი პრინციპები

“Financial Chain Corporation”- ეს არა მხოლოდ ხარისხიანი აუთსორსინგია.

პირველ რიგში, ეს არის:

  • საიმედო პარტნიორი, რომელიც მზად არის ობიექტური და აქტუალური რჩევა მოგცეთ;
  • ბუღალტერიაში საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა;
  • პროდუქციის წარმატებული ექსპორტი მსოფლიოს 75-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე;
  • დაბეგვრის ლეგალური მინიმიზაცია;
  • იურიდიული დაცვა და საიმედობა კორპორატიული პოლიტიკის არჩევისას.

ჩვენ დღითი დღე ვაუმჯობესებთ ჩვენი პერსონალის პროფესიონალურ დონეს, ვასრულებთ მსოფლიო დონის კლიენტების ურთულესს ამოცანებს და ვანვითარებთ ჩვენს უნარებს.

ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მთავარი კლიენტის კეთილდღეობაა. ამისთვის კი მზად ვართ შემოგთავაზოთ საუკეთესო ქონსალთინგ მომსახურება საქართველოში, ჩეხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services