კომპანიების რეგისტრაცია

საიდუმლოს არ წარმოდგენს, რომ საწარმოების რეგისტრაცია რთული პროცედურაა, რომელიც ყოველთვის როდია წარმატებული, საჭიროებს რა დაბანდებას, საკანონმდებლო ბაზის ცოდნასა და დროს. რა თქმა უნდა, ყველას ეძლევა იმის შესაძლებლობა დამოუკიდებლად მოიაროს აუარებელი ინსტანცია, დაწესებულება, შეაგროვოს დოკუმენტაცია, უსასრულოდ იდგეს რიგებში და წააწყდეს არაერთ უარსა ან მომიზეზებას. ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემები, რადგან საწარმოების რეგისტრაცია ის სამუშაოა, რასაც ჩვენ წლების მანძილზე წარმატებულად ვახორციელებთ. ჩვენ კარგად ვიცით როგორ ხდება კომპანიების რეგისტრაცია, სერთიფიკატების, ლიცენზიებისა და ნებართვების მიღება. წარმოდგენილი მომსახურების მაღალი დონე შეთავსებული მისაღებ ფასებთან, ინდივიდუალურ მიდგომასა და ოპერატიულობასთან ჩვენს კლიენტებს წარმატების გარანტიას აძლევს.

contract [преобразованный]

იურიდიული პირის რეგისტრაცია

პოტენციურ კლიენტებს ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ მომსახურების სრული პაკეტი. ის მოიცავს საქართველოში იმ კომპანიების ოპერატიულ დარეგისტრირებას, რომლებიც სამეურნეო საქმიანობის წარმოებას გეგმავენ. ჩვენი სპეციალისტები თქვენი კომპანიისთვის შეიმუშავებენ წესდებას (შესაძლებელია მინდობილობით გაფორმება), ხელმოწერების ნიმუშებსა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს, რომელიც უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამის ორგანოებში, რათა მცირე საწარმოსა თუ მსხვილი კომპანიის რეგისტრაციამ წარმატებულად ჩაიაროს. სამშენებლო კომპანიის, სავაჭრო ობიექტისა და სხვა მწარმოებელი სუბიექტის რეგისტრაცია, ასევე, ოფისის რეგისტრაციას, საბანკო ანგარიშების გახსნასა და პერსონალის შერჩევას გულისხმობს.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია

დღესდღეისობით, შპსკომპანიის საორგანიზაციო და სამართლებლივი ფორმის ყველაზე მეტად გავრცელებულ ნაირსახეობას წარმოადგენს. კომპანიების რეგისტრაცია თბილისში ერთობლივი პრინციპების საფუძველზე ხორციელდება, რომლებიც საკანონმდებლო დონეზეა შემუშავებული. ფირმის დარეგისტრირებამდე, ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ მისი იურიდიული მისამართის რეგისტაციაში. ჩვენი სპეციალისტები, ასევე, გაგიწევენ დახმარებას რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადებაში. ყოველი პოტენციური კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით, ჩვენი კომპანია რიგ სხვა მომსახურებებსაც გთავაზობთ, რომლებიც საწარმოების რეგისტრაციას ეხება.

რა ღირს შპს-ს დარეგისტრირება

შპს-ს იურიდიული რეგისტრაცია, რაც ფასების ფართო დიაპაზონით გამოირჩევა, აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. არაკეთილსინდისიერი ან იურიდიულად არასაკმარისად გამყარებული კომპანიები საეჭვო ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ, რაც დამკვეთისთვის არა მხოლოდ მატერიალური დანაკარგით, არამედ სერიოზული დასჯითი ღონისძიებებით შეიძლება აღინიშნოს. ჩვენი კომპანიის სპეციალისტების დახმარებით თბილისში საწარმოს რეგისტრაცია- ეს არის კანონიერების, პროფესიონალიზმისა და გამჭირვალობის გარანტი. ეს აიხსნება დიდი გამოცდილებით, ყველაზე რთული სიტუაცებიდან გამოსავლის მოძებნის უნარით, იურისტების, ეკონომისტების, მენეჯერების, ბუღალტერების მაღალი კვალიფიკაციით, რომლებიც მუდამ იმაღლებენ ცოდნის დონეს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული საწარმოთა რეგისტრაციის მომსახურების ხარისხის დამატებით გარანტიას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ “სრულყოფილი” რეგისტრაციის შემდგომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. აუთსორსინგი, კონსულტაციები ბუღალტერიის წარმოებასთან, დარიცხვებთან და გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით, იურიდიული დავების გადაჭრა და მრავალი სხვა- ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს მისაღებ ფასებში. დაგვიკავშირდით და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა თქვენი ბიზნესის აყვავების საწინდარი გახდება!

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services