იურიდიული მომსახურება

ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ჩათვლით, თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხშირად დგას იურიდიული საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობის წინაშე საწარმოების იურიდიული მომსახურება კომპანია Financial Chain Corporation-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. ჩვენ წარმოვადგენთ უმსხვილეს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას სტაბილური განვითარებით, რომელიც იურიდიული აუთსორსინგით მომსახურებას რუსეთის, ჩეხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიაზე ეწევა. ჩვენი ექსპერტები სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობის განსხვავებული სფეროების ფინანსური, საკადრო და, ასევე, იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში სპეციალიზირდებიან.

29_MTQwNC5pMDM1LjA3NC5TLm0wMDMuYzEwLmxhdyBpY29uIGZsYXQuanBn_1

ძირითადი მიმართულებები ორგანიზაციების იურიდიული მომსახურების სფეროში

საქართველოში საწარმოების პროფესიული იურიდიული დახმარება შემდეგი მიმართუელებებით ხორციელდება:

  • კორპორატიული სამართალი, კომერციული ფირმების რეგისტრაციის, ლიკვიდაციისა თუ რეორგანიზაციის დახმარების ჩათვლით, ასევე სამუშაოების განხორციელება ფასიან ქაღალდებთან, სადამფუძნებლო დოკუმენტაციასთან და ა.შ.
  • დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა (მმართველობითი ქონსალთინგი);
  • გარიგებების მომსახურება, მათ შორის საერთაშორისოებისაც;
  • დახმარება ბანკროტის შემთხვევაში;
  • დავის დარეგულირება იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
  • კონტრაგენტებთან ურთიერთობის მომსახურება;
  • საარბიტრაჟო საქმეები;
  • სასამართლო დავები, რომლებიც ორგანიზაციის ინტერესთა დაღვევისას წარმოიქმნება, მომსახურება სასამართლოში;
  • საგადასახადო სამართალთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების იურიდული მომსახურება შემდეგს გულისხმობს:

  • იურიდიული კონსულტაცია ყველა საკითხზე;
  • გარიგებების მომსახურება და მათი დოკუმენტურად გაფორმება;
  • დავებისა და კონფლიქტების დარეგულირება კონტრაგენტებთან ან მყიდველებთან სასამართლოში განცხადების შეტანამდე;
  • ფინანსურ-იურიდიული ექსპერტიზა.

კომპანია FChain-ის პრიორიტეტები იურიდიული დახმარების შეთავაზების სფეროში

  1. გამოცდილი პროფესიონალიზმი (13 წელზე მეტი გამოცდილება, მსოფლიო დონის 50-ზე მეტი მსხვილი კლიენტი).
  2. ინდივიდუალური მიდგომა კლიენტებთან. ჩვენთან მომუშავე სპეციალისტები შესანიშნავად ერკვევიან საერთაშორისო სამართალში. ფართო სპეციალიზაცია კომპანიების იურიდიული მომსახურების წარმოების სფეროში მუდმივ გაუმჯობესებას ერწყმის.
  3. მომსახურეობის ფართო სპექტრი: კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ევროპის ქვეყნებში, რუსეთის ფედერაციასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რაც პროფესიონალიზმსა და ჩვენი მომსახურების მოთხოვნადობაზე მეტყველებს;
  4. კომპანიას აქვს რეალიზებული ასზე მეტი მსხვილი პროექტი ბიზნეს-ქონსალთინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის სფეროში.
  5. ფილიალები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, პროფესიონალი იურისტების დიდი შტატი.

ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ და საიმედო თანამშრომლობას საქართველოში არსებული ყველა კომპანიის საქმიანობის იურიდიული მომსახურეობის კუთხით. ჩვენი სპეციალისტები იურიდიულ აუთსორსინგს, თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში, კონკრეტული საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ახორციელებენ, უზრუნველყოფენ რა ყოველი კლიენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომასა და გარანტირებულ კონფიდენციალურობას.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services