აღრიცხვიანობის აღდგენა

დღეს იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას სხვა დამატებითი წყაროების გამოყენებით. ეს არც არის გასაკვირი: საბუღალტრო აუთსორსინგი ეკონომიური და მოხერხებული მომსახურებაა. ამასთანავე, კომპანია-აუთსორსერს შეუძლია თავის თავზე აიღოს კლიენტის სრული ბუღალტერია, ან ნაწილობრივ აწარმოოს საბუღალტრო აღრიცხვა, ასევე საბუღალტრო მონაცემების აღდგენის სამუშაოც შეასრულოს.

274

საბუღალტრო საქმიანობის აუთსორსინგისთვის გადაცემა მიზანშეწონილია ბევრი ახალგაზრდა ორგანიზაციისთვის, რომლებიც ბიზნესის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ეს იმისთვის ხდება, რომ საწყის ეტაპზე საბუღალტრო აღრიცხვიანობის სისტემა მოქმედი კანონების გათვალისწინებით მართებულად აიგოს.

საბუღალტრო აუთსორსინგი, ასევე, არა ნაკლებ მომგებიანია ყველა დარგის მცირე და საშუალო კომპანიისთვისაც, რადგანაც ის ხარჯების შემცირებისა და საბუღალტრო საქმეების წესრიგში მოყვანის საშუალებას იძლევა. მსგავსი მომსახურება ინვესტორებისთვისაც საინტერესოა, რადგან საბუღალტრო აღრიცხვიანობის მწარმოებელი გარე ორგანიზაციის დამოუკიდებლობა ჩადებული სახსრების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა და საბუღალტრო აღრიცხვიანობის გამჭვირვალობის კუთხით გარანტს წარმოადგენს.

საბუღალტრო აუთსორსინგის უპირატესობები:

  • პირველ რიგში, ეს მოსახერხებელია კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მთელი ყურადღება თავად ბიზნესზე, ბრუნვისა და მოგების გაზრდაზე გადაიტანონ და ამავდროულად ბუღალტერიის წარმოების გამო საქმეს არ მოსცდნენ. კომპანიები, რომლებიც აუთსორსინგულ მომსახურებას სთავაზობენ, არა მხოლოდ მიმდინარე ოპერაციების წარმოებას უზრუნველყოფენ, არამედ საბუღალტრო საქმეებს სათანადოდ აწესრიგებენ და კომპანიის მთელი საბუღალტრო აღრიცხვიანობის აღდგენით სამუშაოს ეწევიან.
  • მეორე რიგში, ეს ეკონომიკური მიზანშეწონილობაა. აუთსორსერი კომპანიისთვის საბუღალტრო აღრიცხვიანობის გადაცემით საჭირო აღარ არის ბუღალტერიის შტატის შენახვა, სამუშაო ადგილების უზრუნველოფა, პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე სახსრების დაზოგვა კეთდება ხელფასებზე, გადასახადების, შვებულებისა და ბიულეტენების ანაზღაურებაზე.
  • და მესამე ფაქტორი- დამოუკიდებლობა და ობიექტურობაა.
    ყველა დარგის კომპანიებისთვის აუთსორსინგის ორგანიზაციების მიერ გაწეული საბუღალტრო მომსახურება მოიცავს შემდეგს:
  • პირველადი დოკუმენტების წარმოება;
  • ტიპიური და არატიპიური საბუღალტრო ოპერაციების ფორმირება და დამუშავება, ხელფასის დაანგარიშება და დარიცხვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების ანალიზი, კონტროლი და მართვა, კლიენტის ინფორმირება ოპტიმალური ბიზნეს-გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • საკუთრებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ჩვენი მომსახურება ანგარიშგების აღსადგენად

საერთაშორისო კომპანია “Financial Chain Corporation” გთავაზობთ თქვენი საბუღალტრო აღრიცხვიანობის მომსახურებას, ასევე ანგარიშგების სწრაფ აღდგენას თბილისისა და საქართველოს საწარმოებისთვის. ქონსალთინგის მომსახურების ბაზარზე ჩვენ უკვე 13 წელზე მეტია ვარსებობთ, ჩვენი კლიენტების რიცხვში კი მსოფლიო დონის ათეულობით კომპანია შედის. ამას გარდა, გვაქვს დიდ გამოცდილება აუთსორსინგში, რაზეც ასობით რეალიზებული პროექტი მეტყველებს. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ:

  • საბუღალტრო აღრიცხვიანობის ორგანიზებასა და მომდევნო წარმოებას, აღდგენასა და კონტროლს;
  • კლიენტების საინფორმაციო მხარდაჭერასა და კონსულტაციას ყველა საბუღალტრო საკითხზე;
  • საკითხების გადაჭრას მარეგულირებელ სტრუქტურებთან;
  • ჩვენი დამკვეთის ყველა მონაცემის კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიას.

ჩვენი სერთიფიცირებული სპეციალისტების საიმედო ხელში თქვენი ბუღალტერიის გადაცემა ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში შეგიძლიათ, ფორს-მაჟორული გარემოებების შემთხვევაშიც კი. მაგალითად, თუკი მნიშვნელოვანი ანგარიშგების ფორმირებისა და ჩაბარების წინ ბუღალტერიის მთავარი თანამშრომლები ტოვებენ სამსახურს, ჩვენი პროფესიონალები მზად არიან უმოკლეს ვადაში თქვენს საბუღალტრო დოკუმენტებში ყველაფერი მოაწესრიგონ და დროულად ჩააბარონ. ჩვენ შტატში საბუღალტრო საკითხებით დაკავებული თანამშრომლების გარდა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებიც არიან. მათი ერთობლივი მუშაობა და, ასევე, მუდმივად ცვალებად საგადასახადო კანონმდებლობაში სიახლეების ცოდნა და კვლევა, საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ შეცდომები ბუღალტერიაში და საგადასახადო ჯარიმების რისკი.

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services