აუთსორსინგი და აუთსტაფინგი

რა უპირატესობა აქვს  აუთსორსინგს და აუთსტაფინგს?

მოცემული მომენტისთვის საკადრო სისტემის რეალიზების ათასობით ვარიანტი არსებობს. მსხვილ საწარმოებს, რომლებსაც პერსონალის დაქირავებისა და შენახვის დიდი შესაძლებლობები აქვს, ხელი ნებისმიერი მათგანისთვის მიუწვდებათ. თუმცა, არც თუ ისე ბევრი კომპანიის შიდა პოლიტიკა იძლევა უფლებას საშტატო რესურსები ყველა საწარმოო საკითხის გადასაჭრელად გამოიყენოს. უფრო ხშირად ხელმძღვანელებს ურჩევნიათ საწარმოსთვის არადამახასიათებელი საკითხები დაქირავებულ სპეციალისტებს: აუთსორსერებსა და აუთსტაფერებს გადასცენ. საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, კონკრეტულად რომელი ამოცანები უნდა იქნეს გადაცემული დაქირავებული კომპანიისთვის და რატომ?

people-management [преобразованный]

ხშირად დაქირავებული ორგანიზაცია ფლობს უფრო მეტად განვითარებულ ტექნიკურ საშუალებებსა და უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებსაც კლიენტის საწარმოს მსგავსი პროექტების რეალიზების გამოცდილება აქვთ. ბუნებრივია, ეს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს იმ კომპანიას, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, რათა განავითაროს საკუთარი ძირითადი საქმიანობა, სრულყოფილი გახადოს საკადრო სტრუქტურა და აამოქმედოს შტატში მყოფი სპეციალისტები მათსავე ცოდნის დარგში. ასეთი ოპტიმიზაციის  შედეგად  შრომის ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას ვიღებთ, რაც მოგების ზრდის პირდაპირ სტიმულს წარმოადგენს. შტატგარეშე სპეციალისტების მომსახურების ორი ნაირსახეობა არსებობს. მათი გამოყენება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის პირობებზეა დამოკიდებული.

აუთსორსინგი როგორც საშტატო ქვეგანაყოფის ალტერნატივა გამოიყენება, რომელიც ფუნქციების განსაზღვრულ რიგს ასრულებს; მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საკადრო რესურსი არ ითვალისწინებს კლიენტის მხრიდან ხელფასების დაფარვას, სამუშაოები კი კონტრაქტის საფუძველზე სრულდება. აუთსორსინგის მთავარი კომფორტი ამოცანების შესრულების სისწრაფეში, კლიენტის წინაშე კონკრეტულ ვალდებულებებში, სპეციალისტების ანაზღაურების და შრომითი საშუალებების კუთხით მათი რესურსების დაბალ დანახარჯში, ამოცანების დასახვასა და გეგმის შესრულებაში მდგომარეობს.

დღეს აუთსორსინგი ბევრ შრომით სფეროში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მან დიდი ხანია გაიარა სეზონური სამუშაოების ფორმატის ეტაპი, შრომითი კანონმდებლობის ადაპტაციის წყალობით, რომელიც  შემსრულებლისა და დამკვეთის ურთიერთობებს ახლებურად წარმოადგენს. აუთსორსერების მიერ გაწეულ მომსახურებაში შედის: ბუღალტერია, იურიდიული მომსახურება საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რეკლამა, ლოჯისტიკა, გადაზიდვები, აუდიტი და სხვა.

აუთსტაფინგი ფართოდ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტი  კომპანია კვალიფიციური სპეციალისტების შენახვის სახსრებს არ ფლობს, თუმცა საჭიროებს მათ მომსახურებას. აუთსტაფინგის გამოყენების მიზეზები შეიძლება გახდეს:

  • კომპანიის სურვილი მიიღოს დაცულობა იურიდიულ სფეროში უცხოელი მოქალაქეების სამსახურში აყვანის დროს, ან კონკრეტული პროფილის სპეციალისტების სამსახურზე ნებართვის გაფორმებისას წარმოშობილი სირთულის დროს;
  • მიზანი- კადრებზე ადმინისტრაციული და საგადასახადო ხარჯების ეკონომია კვალიფიციური სპეციალისტების დაკარგვის გარეშე;
  • მოშორებულ რეგიონებში მუშაკების სამსახურში აყვანა ფილიალებში მათი გაფორმების შესაძლებლობის არ ქონით;

კომპანიის შტატგარეშე თანამშრომლების გადაყვანისას დამქირავებელი თავისუფლდება შემდეგი ვალდებულებებისაგან: ამ თანამშრომლების საკადრო დოკუმენტაციის წარმოება, სახელფასო და საგადასახადო თანხების დარიცხვა, სამუშაო ადგილის განთავსება და მრავალი სხვა. მაგრამ, ამასთანავე, სპეციალისტ-აუთსტაფერი თავისი მოვალეობების შესრულებას მოცემულ საწარმოში აგრძელებს. ყველა ჩამოთვლილ ვალდებულებას თავის თავზე დაქირავებული ორგანიზაცია იღებს.

რატომ უნდა ენდოთ FChain-ს?

  • აუთსორსინგისა და აუთსტაფინგის რეჟიმში ჩვენ უკვე 13 წელზე მეტია ვმუშაობთ და ზუსტად ვიცით, როგორ გავუკეთოთ ორგანიზება კლიენტის ამოცანების შესრულებას.
  • ჩვენ შეგიმსუბუქებთ ბიზნეს-პროცესების წარმოების პროცესს და ავაჩქარებთ თქვენი კომპანიის პოტენციალის ზრდას.
  • განსხვავებული ტიპის კომპანიებთან მუშაობისას ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა ნიუანსს და ვიცავთ კლიენტის საწარმოს შიდა წესრიგს.
  • ჩვენ გარანტიას ვიძლევით დამკვეთის მონაცემების კონფიდენციალურობასა და კომერციული ინფორმაციის დაცულობაზე.
  • ჩვენ კლიენტს სერვისების მოქნილ სისტემას ვთავაზობთ, რომლის მართვაც მას დამოუკიდებლად შეეძლება.
  • ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებლივ სფეროში ვმოქმედებთ და ვალდებულებებს კონტრაქტის თანახმად ვასრულებთ.
  • დასახული ამოცანების შესასრულებლად ჩვენ ვფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კვალიფიციურ ექსპერტებს პროექტების შემუშავება-დანერგვის გამოცდილებით.

რას ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს?

საკონსულტაციო კომპანია Financial Chain Corporation გთავაზობთ შეუკვეთოთ აუთსორსინგის მომსახურება თბილისში შემდეგი მიმართულებებისთვის:

  • საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და განსაზღვრა;
  • კადრების აღრიცხვის მართვა;
  • შიდა ნორმატიული დოკუმენტების შედგენა: შეთანხმებები, აქტები, ანგარიშები, განრიგი, ჟურნალები, ბრძანებები და მსგავსი;
  • იურიდიული მომსახურება (ბიზნესის რეგისტრაცია, ფირმის ლიკვიდაცია, სერტიფიცირება და მსგავსი);
  • საფადასახადო და ფინანსური აუდიტი;
  • აღრიცხვიანობის ავტომატიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის სრული თანხლებით;

ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ გარანტირებულად იღებთ კადრების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესებას და აგრეთვე, ოპტიმიზაციას უკეთებთ დანახარჯს დამატებით ადმინისტრაციულ საკითხებზე, რომელთა კურირებაც ჩვენ შეგვიძლია.

კლიენტისთვის ჩვენი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი  შემდეგში მდგომარეობს:

  • საკადრო დოკუმენტების ბრუნვის მინიმუმამდე დაყვანა და გაადვილება;
  • თანამშრომლების ხარჯების მინიმიზაცია;
  • დროის შემცირება იმ სპეციალისტის ძებნაზე, რომელიც კლიენტის მოთხოვნებს შეესაბამება;
  • დამატებითი სამუშაო ადგილების გამოყოფის აუცილებლობის გამორიცხვა;
  • გადასახადების შემცირება;
  • სამუშაოს ხარისხიანი და დროული შედეგი.

მომსახურების დაკვეთის შესახებ  დეტალური კონსულტაციისთვის  მოგვმართეთ ჩვენს ოფისში თბილისში ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომრებზე- FChain- ყოველთვის მოხარულები ვართ დაგეხმაროთ!

© Copyright 2016, All Rights Reserved. Powered by Caspian Accounting & Consulting Services